გაკვეთილის გეგმები


Lesson plan

Teacher: Tamar Chakvetadze
Subject: English
Level: Intermediate
Topic: New Year traditions
Time: 45 min.
Class profile:
20 students multilingual class with different interests, nationalities and language background.
Lesson focus:  Listening,  Speaking, Vocabulary
National Curriculum standard:
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.

უცხ..III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ..III.17. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.

Learning objectives:
SWBAT: 
v  listen and understand texts related to everyday events(listening)
v  get into conversation with others and express their own attitude and emotions(speaking)
v  express tolerance and respect to different cultures
Personal aims:
v  To make the lesson interesting and motivating
v  To maximize Ss participation
Assumptions:
Student’s vocabulary knowledge is not poor and they are used to listening tasks. They can make sentences correctly.

Anticipated problems and solutions:
Problem: Ss may have difficulties in understanding key words and finding synonyms.
Solution: Provide more support at vocabulary pre teaching/pre listening stage.
Problem: Ss may be shy to make conversation because of mistakes.
Solution: Make safe environment and encourage them.
Stage
Aim
Procedure
Time and Interaction
Lead in
To generate interest
Ss listen to a Christmas carol. Ss share their New Year /Christmas emotions and experiences. T asks Ss what they know about different countries’ New Year traditions and uses KWL strategy. Ss fill in the first two columns.
5 min. T-Ss/ Ss-Ss
Vocabulary pre-teaching
To highlight the key words. To prepare Ss for listening.
T writes new words on the board, gives the definitions in English and students think about synonyms.
5 min.
T-Ss
Listening for gist
To develop listening for gist skill
T hands out sheets of paper with T/F statement prompts. Ss listen to the text and do T/F activity.
8 min.
Ss
feedback
To check Ss understanding and provide support.
T conducts feedback to check Ss understanding.
1 min.
T-Ss
Listening for details
To develop listening for details skill
First, Ss listen to a description of different countries’ New Year traditions. They make notes about different, specific things (e.g. names, dates, costumes, etc.)(Selective note-taking). Then, they make questions in pairs (Comprehension quiz). Lastly, they answer to each other’s questions.
-T asks the Ss to go back to KWL activity and they fill in the third column.
15 min
Ss
feedback
To check Ss understanding and provide support.
T conducts feedback to check Ss understanding.
1 min.
T-Ss
Speaking/ free practice
To provide practice of the target language. To use new vocabulary.
Ss work in pairs. They put questions to each other to find out their likes and dislikes and then they present information to the class.
7 min.
Ss
feedback
To encourage students and provide them with feedback
T highlights common errors et the end of the activity and elicits corrections.
1 min.
T-Ss
Homework
To develop writing skill.
T asks Ss to write about the most unforgettable New Year celebration/tradition they have ever had.
2 min
T

Assessment types:  Formative assessment
Methods: Positive feedback, thumbs-up/thumbs down, colored cards- traffic lights.

Materials:
 Textbooks, tape-recorder, board, chalk, sheets of paper with T/F statements prompts, colored cards.



გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: თამარ ჩაკვეტეძე
საგანი: ინგლისური
კლასი: 6 ა
თემა: Zack’s USA Quiz
დრო: 40 წუთი
კლასის პროფილი: კლასში არის განსხვავებული ეროვნების,ინტერესების, ფსიქოლოგიის და ენობრივი გამოცდილების 19 მოსწავლე. მოსწავლეები ფლობენ დონითვის შესაფერის ლექსიკას, გრამატიკულ მასალას და ინგლისურ ენას ოთხივე ენობრივი მიმართულებით.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
(უცხოური ენის წლიური პროგრამა):
v  Iუცხ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
v  Iუცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,  რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
v  Iუცხ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

გაკვეთილის მიზანი:   
მოსწავლეები შეძლებენ:
·         ამერიკის შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტების გაცნობას.
·         შემეცნებითი  ხასიათის ტექსტის მოსმენას და გააზრებას.
·         სათანადო ლექსიკური ერთეულების დასწავლას.
·         ამერიკის შესახებ ქვიზის სწორად გაკეთებას.
·         ამავდროულად, განივითარონ თანამშრომლობითი,  მსჯელობის და აზრის თავისუფლად გამოხატვისა უნარები.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
v  მოსწავლეებს აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი. აქვთ უცხოური ადაპტირებული ტექსტების მოსმენის გამოცდილება. შეუძლიათ წინადადებების აგება.





აქტივობა
აქტივობის მიზანი
აქტივობის აღწერა
დრო და ინტერაქციის ფორმა
1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
კლასის მობილიზება გაკვეთილისთვის.
ვიზუალურ-ვერბალური საერთო საკლასო მუშაობა.
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.  გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკებს გაცნობა.
 2 წთ.
მასწ.-მოსწ.
2.განმამტკიცებელი საშინაო დავალების შემოწმება.
მოსწავლეებისთვის დამუშავებული მასალის შეხსენება მისი მიმდინარე გაკვეთილზე გამოყენების მიზნით.
მოსწავლეები რიგრიგობით კითხულობენ საშ. დავალებას და ხდება მისი საერთო საკლასო აქტივობით გასწორება ბარათების საშუალებით. მნიშვნელოვანი შეცდომები გამომაქვს დაფაზე და მოსწავლეებისთვის ხელშემწყობი კითხვების დასმით და მათი აქტიური ჩართულობით  განიხილება საკითხი.

8 წთ.
მოსწ.-მასწ.
3.აუდიო მასალის გამოყენება ინფორმაციის მისაღებად.
მოსწავლეებში  მოტივაციისა   და ინტერესის გაღვიძება და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართვა.

მოსწავლეებს ვასმენინებ აუდიო ჩანაწერს/ სავარჯიშო A, სადაც ამერიკის ღირსშესანიშნაობებია დასახელებული. მოსწავლეები ამოიცნობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტოებზე დასახელებულ ადგილებს. შემდეგ მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე ვწერ სახელწოდებებს დაფაზე.
5 წთ.
მოწს.
მოსწ.-მასწ.
4.ლექსიკაზე მუშაობა
საკვანძო სიტყვების დაკავშირება მათ შესაბამისობებთან. ლექსიკის გამდიდრება.
მოსწავლეებს ვთხოვ შეასრულონ სახელმძღვანელოში მოცემული დავალება- B და ასოციაციურად დააკავშირონ სიტყვები ერთმანეთთან. შესრულებულ დავალებას კითხულობენ ხმამაღლა. დაფაზე ჩამოვწერ საკვანძო სიტყვებს და მოსწავლეებს ვაწვდი დეფინიციებს და ვთხოვ ამოიცნონ სიტყვების ქართული შესატყვისები.
5 წთ.
მასწ.მოსწ
5.უკუკავშირი
მოსწავლეთა მხარდაჭერა და მოტივირება.
პოზიტიური უკუკავშირის მიცემა.
1 წთ.
მოსწ.
6.მოსმენისწინა ქვიზის, არჩევითბოლოებიანი დავალების შესრულება
არსებული ცოდნის გააქტიურება, ვარაუდების ჩამოყალიბება, მოსმენის დავალებისთვის შემზადება.
მოსწავლეები ასრულებენ არჩევითბოლოებიან დავალებას/ სავარჯიშო C და ვთხობ, რომ პასუხები ჩაინიშნონ რვეულებში.
5 წთ.
მოსწ.
7.მოსმენა ძირითადი ინფორმაციის  გასაგებად

მოსმენის უნარის განვითარება ძირითდი ინფორმაციის ამოსაცნობად.
მოსწავლეებს ვასმენინებ აუდიოჩანაწერს( ორჯერ ),  რომლის საშუალებითაც ისინი ამოწმებენ შესრულებილ დავალებას დამოუკიდებლად.  შემდეგ მასალის გაგების შემოწმება ხდება ხმამაღლა
ბარათების საშუალებით.
10 წთ.
მოსწ.
მოსწ./მასწ.
8.უკუკავშირი
მოსწავლეების მოტივირება
პოზიტიური უკუკავშირის მიცემა სენდვიჩის მეთოდით, შესაბამისი რუბრიკების საფუძველზე.
2 წთ.
მასწ.-მოსწ
9.საშინაო დავალება
წერითი უნარის განვითარება და ახალი მასალის განმტკიცება.
მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ მასალის შესაბამისი სავარჯიშოები მოსწავლის რვეულიდან.

2 წთ
მასწ.
შეფასების ტიპი:
 განმავითარებელი შეფასება:  ვაკვირდები თუ როგორ ახდენენ მოსწავლეები ფოკუსირებას მოსასმენ მასალაზე და როგორ ასრულებენ მოსმენის შემდგომ დავალებებს და ვაკეთებ პოზიტიურ უკუკავშირს. უკუკვშირისთვის ვიყენებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
მეთოდები: პოზიტიური უკუკავშირი, Multiple-choice, ფერადი ბარეთები-შუქნიშანი.
რესურსები:
 სახელმძღვანელო, მოსასმენი მასალა( ადაპტირებული ტექსტი), მაგნიტოფონი, დაფა, არჩევითბოლოებიანი  დავალებებით , ფერადი ბარათები.





გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:
თამარ ჩაკვეტეძე
საგანი:
ინგლისური
კლასი:
6 ა
თემა: The American Dream-The big star.
        The Past Simple of Regular and Irregular Verbs.
დრო: 40 წუთი
კლასის პროფილი: კლასში არის განსხვავებული ეროვნების, ინტერესების, ფსიქოლოგიის და ენობრივი გამოცდილების 19 მოსწავლე. მათ შორის არ არის სსსმ მოსწავლე.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული (წიგნიერება)
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
(უცხოური ენის სტანდარტი):
v  Iუცხ.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს  სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების  წაკითხვა და გაგება.
v  Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

გაკვეთილის მიზანი:   
მოსწავლეები შეძლებენ:
Ø  იპოვონ ტექსტში ინფორმაცია კონკრეტული საკითხავი ამოცანების შესაბამისად;
Ø  ამოიცნონ ახლანდელი და წარსულდროიგამომხატველ ფორმები;
Ø  განასხვავონ წესიერი და არაწესიერი ზმნები;

მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
v  მოსწავლეებს აქვთ თემის ირგვლივ არსებული საკმარისი ლექსიკური მარაგი, აქვთ უცხოური ტექსტების კითხვის და გაგების გამოცდილება, ფლობენ უკუკავშირის მიცემის და ურთიერთშეფასების უნარებს.

აქტივობა
აქტივობის მიზანი
აქტივობის აღწერა
დრო  და ინტერაქციის ფორმა
WARM UP-ასოციაციური რუკა
ინფორმაციის გენერირება
დაფაზე ვწერ სიტყვას a celebrity და მოსწავლეებს ვაწვდი დეფინიციას a famous person. შემდეგ ვთხოვ მათ გაიხსენონ ვინ ასოცირდება მოცემულ სიტყვასთანდა დაფაზე ვწერ პასუხებს. ამის შემდეგ ბავშვების ყურადღება გადამაქვს სახელმძღვანელოში მოცემულ სურათზე და ვეკითხები: Who is in the pictures and what is he doing?
4 წთ.
მასწ.-მოსწ.
კითხვა ძირითადი
აზრის გასაგებად
(reading for gist)
(ხმამაღალი კითხვა)
ხმამაღალი კითხვის უნარის განვითარება ძირითაი აზრის/იდეის გასაგებად.
მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ტექსტს The Big Aussie Child Star in New York, რათა შინაარსის გააზრებასთან ერთად იმუშაონ სწორ წარმოთქმაზე. წაკითხვის შემდეგ ვუსვამ შეკითხვებს: Why is Russel in New York? What is the film about?
8 წთ.
მოსწ.
კითხვის შემდგომი დავალების შესრულება
შინაარსის გააზრება და ინფორმაციის ამოკრება.
წაკითხულის გააზრებების მიზნით მოსწავლეები ასრულებენ სწორია თუ არა დავალებას. (დანართი 1.)
5 წთ.
მოსწ.მასწ.
უკუკავშირი
 მოსწავლეთა მხარდაჭერა და მოტივირება.
მოსწავლეთა წაკითხული მასალის გაგების შემოწმება
მეთოდით-შუქნიშანი.
2 წთ.
მასწ-მოსწ
გრამატიკული აქტივობა N 1
წარსული და მომავალი დროიგამომხატველ ფორმებს განსხვავება.
მოსწავლეებს ვთხოვ კიდევ ერთხელ გადახედონ ტექსტს და ცალ-ცალკე ამოწერონ ზმნები Present Simple და Past Simple-ში. შემდეგ ზმნებს ჩამოვწერ დაფაზე მათთვის განკუთვნილ სვეტებში.
7 წთ.
მოსწ.
გრამატიკული აქტივობა N 2
წესიერი და არაწესიერი ზმნების დახარსხება.
მოსწავლეებს შევახსენებ განსხვავებას წესიერ და არაწესიერ ზმნებს შორის და ვთხოვ დაფაზე ჩამოწერილი  ზმნები დააჯგუფონ. ცალ-ცალკე ჩამოწერონ წესიერი ზმნები მწვანე ფურცელზე და არაწესიერები წითელზე.

7 წთ.
მასწ.-მოსწ
შესრულებული დავალების შემოწმება
აქტივობის შემდეგ შეცდომების გამოვლენა და შესწორება.
დაფაზე ვწერ regular verbs და irregular verbs. მოსწავლეები გამოდიან დაფასთან და ბარათებს აკრავენ შესაფერის სვეტში.
დავალების შემოწმება
მეთოდით-შუქნიშანი.
5 წთ.
მასწ.-მოსწ.
უკუკავშირი
მოსწავლეთა მხარდაჭერა და მოტივირება.
პოზიტიური უკუკავშირის მიცემა სენდვიჩის მეთოდით. (დანართი 2.)
1  წთ.
მასწ.-მოსწ
საშინაო დავალება
შესწავლილი მასალის განმტკიცება
მოსწავლეებს ვთხოვ მასალის განმტკიცების მიზნით სახლში შეასრულონ სამუშაო რვეულში მოცემული სავარჯიშოები D და F.
1 წთ
მასწ.
შეფასების ტიპი:
 განმავითარებელი შეფასება:  ვაკვირდები თუ როგორ ახდენენ მოსწავლეები ტექსტის გააზრებას, როგორ ასრულებენ კითხვის შემდგომ დავალებებს დ გრამატიკულ სავარჯიშოებს. ვაკეთებ პოზიტიურ უკუკავშირს. უკუკავშირისთვის ვიყენებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
მეთოდები: პოზიტიური უკუკავშირი, True/False, ფერადი ბარეთები-შუქნიშანი.
რესურსები:
 სახელმძღვანელო, ადაპტირებული ტექსტი, დაფა, ცარცი, ქაღალდის ფერადი ფურცლები.




დანართი 1
True / False


1. Russell arrived in New York a week ago.    T/ F

2. He spoke to his fans in the street .   T / F

3. Russel didn’t give teenagers his autograph.   T / F

4. He had to put on weight. T / F

5. He changde the colour of his clothes.  T / F




გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: თამარ ჩაკვეტეძე
საგანი: ინგლისური
კლასი: 8 - ბ
თემა: The natural history museum
დრო: 40 წუთი
კლასის პროფილი: კლასში არის განსხვავებული ეროვნების, ინტერესების, ფსიქოლოგიის და ენობრივი გამოცდილების 29 მოსწავლე. კლასში არ არის სსსმ მოსწავლე. ისინი ფლობენ A2 დონითვის შესაფერის ლექსიკას, გრამატიკულ მასალას და ინგლისურ ენას ოთხივე ენობრივი მიმართულებით.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული (წიგნიერება)
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
(უცხოური ენის სტანდარტი):
უცხ.ს.III.3.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი
უცხ.ს.III.16.მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

გაკვეთილის მიზანი:  
მოსწავლეები შეძლებენ:
v  მოისმინონ და გაიგონ საინტერესო მოვლენებთან დაკავშირებული ტექსტები(მიმართულება-მოსმენა) და შეასრულონ მოსმენის შემდგომი დავალებები;
v  ამოიცნონ ზოგადი  შინაარსი, კონკრეტული ინფორმაცია და მოქმედებათა თანამიმდევრობა; (სად, როგორი, როგორ, რატომ და სხვა.(მიმართულება - კითხვა)
v  ჩაერთონ ინტერაქციაში და გამოხატონ საკუთარ დამოკიდებულება (მიმართულება- ლაპარაკი);

მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
v  მოსწავლეებს აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი. აქვთ უცხოური ადაპტირებული ტექსტების მოსმენის  და წაკითხვის გამოცდილება. ფლობენ უკუკავშირის მიცემის და ურთიერთშეფასების უნარებს.

აქტივობა
მიზანი
აქტივობა
დრო და ინტერაქციის ფორმა
Warm u
ინტერესების გენერირება
მოსწავლეებს ვუსვამ რამოდენიმე შეკითხვას მუზეუმების შესახებ და მათ ასოციაციებს მუზეუმებთან დაკავშირებით ვწერ დაფაზე.  შემდეგ ვსვამ რამოდენიმე შეკითხვას მაგ: Have you ever been to a museum? What kind of museums do you know? Do you think that museums are important?  
3 წთ.
მასწ.-მოსწ.
ლექსიკის წინარე სწავლება
საკვანძო სიტყვების მოსწავლეებისთვის გაცნობა და მათი მომზადება მოსმენის დავალებისთვის.
დაფაზე ვწერ ახალ ლექსიკურ ერთეულებს: mammal, exhibition, extraordinary, intelligent, ვუხსნი მათ დეფინიციას, რომ შეძლონ ამოიცნონ მათი ქართული მნიშვნელობა და ვთხოვ მოცემული სიტყვები გამოიყენონ წინადადებებში. მეთოდი wors splash.
5 წთ.
მასწ.მოსწ
მოსმენა ძირითადი აზრის გასაგებად
(Listening for gist)
მოსმენის უნარის განვითარება ძირითადი აზრის/იდეის გასაგებად.
 მოსწავლეებს ვასმენინებ ტექსტს ბუნებრივი მუზეუმების შესახებ. შემდეგ ისინი პასუხობენ კითხვებს მოსმენილი მასალიდან.
6 წთ.
მოსწ.მოსწ.
უკუკავშირი
 მოსწავლეთა მხარდაჭერა და მოტივირება.
მოსწავლეთა მოსმენილი მასალის გაგების შემოწმება
მეთოდით-thumbs up/down.
2 წთ.
მასწ-მოსწ
კითხვა დეტალური ინფორმაციის გასაგებად
(reading for details)
კითხვის უნარის განვითარება დეტალური ინფორმაციის გასაგებად.
მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს დინოზავრების შესახებ. (დანართი 1). ვთხოვ მათ წაიკითხონ და გაამახვილონ ყურადღება გამუქებულ სიტყვებზე, რომ კონტექსტიდან გამომდინარე გამოიცნონ მათი მნიშვნელობა.კითხულობენ ინდივიდუალურად.
8 წთ.
მოსწ.
კითხვის შემდგომი პირველი პრაქტიკული სამუშაო .
წაკითხულის გააზრების შემოწმება
მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს და ისინი ასრულებენ True/False სავარჯიშოს. (დანართი 2)
4 წთ.
მოსწ.
უკუკავშირი
მოსწავლეთა მოტივირება და მხარდაჭერა.
მოსწავლეთა წაკითხული მასალის გაგების შემოწმება
მეთოდით-thumbs up/down
2  წთ.
მასწ.-მოსწ.
კითხვის შემდგომი მეორე პრაქტიკული სამუშაო. free practice
კონტექსტიდან სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობა
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში ფურცლებზე სადაც უნდა დააკავშირონ სიტყვები და მათი დეფინიციებთან. (დანართი 3). მუშაობა მიმდინარეობს წყვილებში.
7 წთ.
მოსწ.-მოსწ.
უკუკავშირი
მოსწავლეების მოტივირება
პოზიტიური უკუკავშირის მიცემა სენდვიჩის მეთოდით.
2 წთ.
მასწ.-მოსწ
საშინაო დავალება
მასალის გამტკიცება და დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარება.
მოსწავლეებს ვთხოვ შეასრულონ წერითი სავარჯშოები მოსწავლის რვეულიდან.

1 წთ
მასწ.
შეფასების ტიპი:
 განმავითარებელი შეფასება:  ვაკვირდები თუ როგორ ახდენენ მოსწავლეები ფოკუსირებას მოსასმენ და კითხვით მასალაზე და როგორ ასრულებენ დავალებებს და ვაკეთებ პოზიტიური უკუკავშირის . უკუკავშირისთვის ვიყენებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
მეთოდები: პოზიტიური უკუკავშირი, word splash, Matching words and definitions, True/False, Thumbs Up-Thumbs Down, ფერადი ბარეთები-შუქნიშანი.
რესურსები:
 სახელმძღვანელო, მოსასმენი მასალა (ადაპტირებული ტექსტი), CD პლეიერი, დაფა, ქაღალდის ფურცლები შესაფერისი T/F და word definition  დავალებებით.


დანართი 1
Dinosaurs
Dinosaurs roamed the Earth over 200 million years ago and were the dominant vertebrate for 135 million years. It is believed their extinction came about because of changes in the climate they couldn’t adapt to. Birds are the closest relative to a dinosaur that we have. Below are some interesting facts about dinosaurs.
·         Dinosaurs walked the earth for over 165 million years.
·         They lived during a period of time known as the Mesozoic Era, or Age of Reptiles.
·         Around 65 million years ago they became extinct. During this time there was a great deal of volcanic activity and many earthquakes.
·         Many people believe that dinosaurs became extinct because an asteroid hit the earth changing the climate dramatically. It is believed that dinosaurs couldn’t adapt to these changes.
·         The word dinosaur means terrifying lizard. This name was invented by Sir Richard Owen in 1842.
·         The oldest known dinosaur is Eoraptor, a meat-eater that lived 228 million years ago.
·         Most dinosaurs hatch from eggs, and they could not fly or live in water.
·         Dinosaurs are classified as reptiles. They are divided into two groups One group is lizard-like and the other group is bird-like.
·         Scientists believe that birds are the only surviving dinosaurs. So, dinosaurs aren’t really extinct because their descendants are still living.
·         The biggest dinosaurs were over 100 feet long and 50 feet tall, the smallest dinosaurs were the size of a chicken and were called mussaurus, or mouse lizard.
·         Some dinosaurs were meat-eaters, and some were plant eaters. Some walked on two legs, while others walked on all four legs. Some had horns, thick skin, and some even had feathers.
·         The color of all dinosaurs is unknown because no one was alive at that time in history.
·         There are currently over 330 described dinosaur species and this number is growing.


დანართი 2
1. Match the words to their definitions:
1. vertebrate                  a. a person who belongs to the same family as somebody else.

2. extinction/ extinct       b.at the present time

3. adapt to                      c. any animal with a backbone, including all mammals, birds,
                                           fish etc.

4. relative                       d.to change in order to be suitable for a new situation

5.  species                      e. no longer in existence, stop living and existing

6. hatch                          f. a person’s descendants are their children, their 
                                               grandchildren.                
7. descendants              g. to come out of an egg.

8. currently                     i. the top of the leg.






დანართი 3
2. True / False
1.     Dinosaurs existed over 165 million years.        T/F


2.     Dinosaurs are divided into two groups based on the structure of the hip.        T/F


3.     Sir Richard Owen died in 1842.      T/F


4.     All dinosaurs hatch from eggs.       T/F


5.     Scientists think that all dinosaurs were gray.     T/F


6.     Some dinosaurs were meat-eaters.      T/F


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: თამარ ჩაკვეტეძე
საგანი: ინგლისური
კლასი: 8
თემა: New Year around the World
დრო: 45 წუთი
კლასის პროფილი: კლასში არის განსხვავებული ეროვნების, ინტერესების, ფსიქოლოგიის და ენობრივი გამოცდილების 26 მოსწავლე. მოსწავლეები ფლობენ A2 დონითვის შესაფერის ლექსიკას, გრამატიკულ მასალას და ინგლისურ ენას ოთხივე ენობრივი მიმართულებით.
გაკვეთილის ფოკუსი:
v  გაკვეთილი მთლიანად ფოკუსირებულია მოსმენაზე, ლაპარაკზე და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
(უცხოური ენის სტანდარტი):
v  უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება.
v  უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
v  უცხ.ს.II.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.

გაკვეთილის მიზანი:   
მოსწავლეები შეძლებენ:
v  მოისმინონ და გაიგონ ყოველდღიურ მოვლენებთან დაკავშირებულ ტექსტები(მიმართულება-მოსმენა) და შეასრულონ მოსმენისშემდგომი დავალებები.
v  ჩაერთონ ინტერაქციაში და გამოხატონ საკუთარ დამოკიდებულება და ემოციები (მიმართულება- ლაპარაკი)
v  გამოავლინონ ტოლერანტულ დამოკიდებულება, პატივისცემა და ინტერესი განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მიმართ.
( მიმართულება-კულტურათა დიალოგი)
პირადი მიზნები:
v  გაკვეთილი იყოს საინტერესო
v   ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა


მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
v  მოსწავლეებს აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი. აქვთ უცხოური ადაპტირებული ტექსტების მოსმენის გამოცდილება. შეუძლიათ წინადადებების აგება, ფლობენ უკუკავშირის მიცემის და ურთიერთშეფასების უნარებს.

მოსალოდნელი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები:
პრობლემა: მოსწავლეებს შეიძლება გაუჭირდეთ საკვანძო სიტყვების ამოცნობა და სინონიმების პოვნა.
გადაჭრის გზა: მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინო მოსწავლეებს ახალი ლექსიკური და მოსასმენი მასალის მიწოდების წინა საფეხურზე.
პრობლემა: მოსწავლეებს შეიძლება შერცხვეთ შეცდომების დაშვების და თავი შეიკავონ ინტერაქციაში მონაწილეობისგან.
გადაჭრის გზა: გავამხნევო მოსწავლეები და შევუქმნა უსაფრთხო სასწავლო გარემო.
საფეხური
მიზანი
აქტივობა
დრო და ინტერაქციის ფორმა
პროვოცირება
ინტერესების გენერირება
მოსწავლეებს ვასმენინებ საშობაო ჰიმნს. შემდეგ დასმული კითხვების
გამოყენებით ისინი გამოხატავენ საკუთარ ემოციებს. ვუსვამ მათ შეკითხვას,თუ რა იციან ქართული საახალწლო ტრადიციების შესახებ და მოსწავლეთა პასუხებს ვწერ დაფაზე.
5 წთ.
მასწ.-მოსწ.
ლექსიკის წინარე სწავლება
საკვანძო სიტყვების მოსწავლეებისთვის გაცნობა და მათი მომზადება მოსმენის დავალებისთვის.
დაფაზე ვწერ ახალ ლექსიკურ ერთეულებს:celebrate, special food, New Year’s Eve,midnight, carol. ვუხსნი მოსწ. მათ დეფინიციას, რომ შეძლონ ამოიცნონ მოცემული სიტყვების ქართული
მნიშვნელობა. შემდეგ ვთხოვ მათ წყვილებში მოიფიქრონ წინადადებები მოცემული სიტყვების გამოყენებით. აქტივობას შესასრულებლად ვიყენებ მეთოდს -Word Splash.
8 წთ.
მასწ.მოსწ
მოსმენა ძირითადი აზრის გასაგებად
(Listening for gist)
მოსმენის უნარის განვითარება ძირითაი აზრის/იდეის გასაგებად.
თავდაპირველად, მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს,რომელზეც მოცემულია მოსმენისშემდგომი დავალება True/False წინადადებებით. შემდეგ,  მოსწავლეებს ვასმენინებ ტექსტს განსხვავებული ქვეყნების ტრადიციების შესახებ  და მოსწავლეები ასრულებენ აქტივობას. ბოლოს, ვამოწმებ შესრულებულ დავალებას .
8 წთ.
მოსწ.მოსწ.
უკუკავშირი
 მოსწავლეთა მხარდაჭერა და მოტივირება.
მოსწავლეთა მოსმენილი მასალის გაგების შემოწმება
მეთოდით-შუქნიშანი.
1 წთ.
მასწ-მოსწ
მოსმენა დეტალური ინფორმაციის გასაგებად
(Listening for details)
მოსმენის უნარის განვითარება დეტალური ინფორმაციის გასაგებად.
მოსწავლეები წინასწარ კითხულობენ მოსასმენი  დავალების კითხვებს Multiple-choice. ვასმენინებ აუდიო მასალას New Year’s Eve in England და ასრულებენ დავალებას  კონკრეტულ, სპეციფიკურ დეტალებზე დაყრდნობით.
8  წთ.
მოსწ.
უკუკავშირი
მოსწავლეთა მოტივირება და მხარდაჭერა.
მოსწავლეთა მოსმენილი მასალის გაგების შემოწმება
მეთოდით-შუქნიშანი.
1 წთ.
მასწ.-მოსწ.
ლაპარაკი/თავისუფალი პრაქტიკა
Speaking/ free practice
სამიზნე ენაზე ინტერაქციის წარმართვა. ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენება.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, უსვამენ ერთმანეთს შკითხვას What New Year Traditions do you like? Why? –(Comprehension)
და წარმოადგენენ ინფორმაციას ერთმანეთის ემოციების/დამოკიდებულების   შესახებ.
7 წთ.
მოსწ.-მოსწ.
უკუკავშირი
მოსწავლეების მოტივირება
პოზიტიური უკუკავშირის მიცემა სენდვიჩის მეთოდით. აქტივობის შემდეგ აქტიურ შეცდომების გამოვლენა და შესწორება.
2 წთ.
მასწ.-მოსწ
საშინაო დავალება
წერითი უნარის განვითარებაl.
მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ მოკლე კომპოზიცია მათთვის ყველაზე დაუვიწყარი ახალი წლის ან ტრადიციის შესახებ.

2 წთ
მასწ.
შეფასების ტიპი:
 განმავითარებელი შეფასება:  ვაკვირდები თუ როგორ ახდენენ მოსწავლეები ფოკუსირებას მოსასმენ მასალაზე და როგორ ასრულებენ მოსმენის შემდგომ დავალებებს და ვაკეთებ პოზიტიური უკუკავშირის . უკუკვშირისთვის ვიყენებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
მეთოდები: პოზიტიური უკუკავშირი, Multiple-choice, True/False, Word Splash,Thumbs Up-Thumbs Down, ფერადი ბარეთები-შუქნიშანი.
რესურსები:
 სახელმძღვანელო, მოსასმენი მასალა( ადაპტირებული ტექსტი, მუსიკა), პროექტორი, ლეპტოპი, მაგნიტოფონი, სლაიდები, დაფა, ქაღალდის ფურცლები შესაფერისი T/F და არჩევითბოლოებიანი  დავალებებით , ფერადი ბარათები.
                  

                                                              













1 comment:

  1. მომეწონა თქვენი გაკვეთილის გეგმები, საინტერესო აქტივობებია, რამდენიმე აქტივობას სიამოვნებით გავიზიარებ და განვახორციელებ ჩემს გაკვეთილებზე.

    ReplyDelete