I კლასი
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
| |
მისაღწევი შედეგები
|
I კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
|
მოსწავლე:
Ø მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებებს;
Ø ილუსტრირებულ ტექსტებში ამოიცნობს პერსონაჟებს,
კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., ქმედებებს, ობიექტებს და მათ ნიშან-თვისებებს - ფერს, ზომას).
|
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
|
მოსწავლე:
Ø ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ენის გასატეხებს, ასრულებს სიმღერებს;
Ø ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
|
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
|
მოსწავლე:
Ø ნასწავლ თემატიკაზე თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებზე ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს);
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) სასწავლო მიზნებით შედგენილი მოსასმენი ილუსტრირებული ტექსტები, თემატური მინიდიალოგები/მონოლოგები, მარტივი აღწერითი ტექსტი;
ბ) მულტიმედიური ტექსტები: ვიდეოთამაშები ენობრივი კონსტრუქციებისა და ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად, ილუსტრირებული ბარათები, თემატური რესურსები.
| |
კითხვა-პასუხი შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
ოჯახი, სხეულის ნაწილები, სათამაშოები, ცხოველები, ფერები, ზომა, ტანსაცმელი, ყოველდღიური აქტივობები.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø სიტყვის/მოკლე წინადადების დაკავშირება შესაბამის ილუსტრაციებთან;
Ø დასახელებული პერსონაჟის, ცხოველის, საგნის დაკავშირება შესაბამის ნახატთან;
Ø სიტყვის ჟესტიკულაციით განსახიერება/ დახატვა;
Ø აღწერილი ნიშან-თვისებების (მაგ., მრგვალი, დიდი, პატარა) მიხედვით შესაბამისი ილუსტრაციის მითითება/შემოხაზვა;
Ø მითითებული ფერის მიხედვით ნახატების გაფერადება;
Ø პერსონაჟის, ცხოველის, ქმედების განსახიერება;
Ø ლექსის/სიმღერის წარმოთქმა არავერბალური მეტყველების (ინტონაციის, მიმიკა- ჟესტიკულაციის, რიტმული მოძრაობების) მისადაგებით;
Ø ლექსის თქმა ტემბრისა და ტემპის ცვლით (ხმის დაბოხება-დაწვრილებით, ნელი/ჩქარი ტემპით, ჩურჩულით/ხმამაღლა);
Ø მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ბგერების გამეორება და სხვ.
|
მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
| |
მისაღწევი შედეგები
|
I კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
|
მოსწავლე:
Ø პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს (სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ამოცნობა - მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. როცა მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიული ხატი, ანუ მასში მოცემულ ასოთა მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან).
|
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა. მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.
|
მოსწავლე:
Ø „გადახატავს“ სიტყვებს, აკვირდება და სხვადასხვა საშუალებით გამოსახავს ასოთა მოხაზულობას.
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) ადაპტირებული კომიქსი, ილუსტრირებული მოთხრობა/ზღაპარი;
ბ) სასწავლო მიზნებით შედგენილი ტექსტები.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø სურათების შესაბამის ნაბეჭდ სიტყვებთან დაკავშირება;
Ø საბავშვო წიგნების ან სახელმძღვანელოების ტექსტებში აბზაცების, წინადადებებისდასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება;
Ø აბზაცში წინადადებების, წინადადებაში სიტყვების რაოდენობის დათვლა;
Ø კონკრეტული მითითების მიხედვით, შესაბამის აბზაცში წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა და მითითება (მაგ., იპოვე და მაჩვენე მეორე აბზაცში მოკლე წინადადება; მაჩვენე ამ წინადადებაში ყველაზე გრძელი სიტყვა და სხვ.)
Ø საკუთარი სახელის გადახატვა;
Ø ხელის მოძრაობით, ზონრით, პლასტელინით ნაცნობი ასოს ფორმის გამოხატვა;
Ø დაფიდან ნაცნობი სიტყვის გადმოხატვა და შესაბამისი ილუსტრაციის მიხატვა და სხვ.
|
მიმართულება 3. ინტერკულტურა
| |
მისაღწევი შედეგები
|
I კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების
ერთმანეთთან შედარება.
|
მოსწავლე:
Ø სახელმძღვანელოსა თუ საბავშვო მედია/მულტიმედიურ ტექსტებში ამოიცნობს კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში ასახული ზღაპრის პერსონაჟებს);
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
აუდიო–ვიდეო სასწავლო რესურსები, ადაპტირებული კომიქსები, ანიმაციური ფილმები, ილუსტრირებული საბავშვო წიგნები.
|
მიმართულება 4. სწავლის სწავლა
| |
მისაღწევი შედეგები
|
I კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
|
მოსწავლე:
Ø ზრუნავს საჭირო ნივთების მოტანაზე, სასწავლო ნივთების მოწესრიგებაზე, იწერს დავალებებს, ფიქრობს, რა თანამიმდევრობით შეასრულოს დავალება;
|
II კლასი
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
| |
მისაღწევი შედეგები
|
II კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება
|
მოსწავლე:
Ø იგებს მასწავლებლის მითითებებსა და მარტივ ინსტრუქციებს;
Ø ამოიცნობს პერსონაჟებს, მათ ემოციებსა და რეპლიკებს;
Ø ამოიცნობს პერსონაჟებსა და ქმედებებს, ობიექტებს და მათ ნიშან-თვისებებს;
Ø ამოიცნობს საგანთა ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდაზე, ჩანთაში, სკამის ქვეშ);
Ø ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
|
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა;
|
მოსწავლე:
Ø ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ენის
გასატეხებს, ასრულებს სიმღერებს;
Ø ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
|
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
|
მოსწავლე:
Ø ნასწავლ თემატიკაზე მოკლედ პასუხობს კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ.,
საკუთარი თავის შესახებ - რა აქვს, რა ჰყავს, რა ჰქვია, რას აკეთებს, რა უნდა და სხვა);
Ø გამომუშავებული აქვს კითხვისათვის აუცილებელი ფონოლოგიური უნარები: სიტყვებს შლის მარცვლებად, მარცვლებს ფონემებად/ბგერებად, დაშლილ ფონემებს ამთლიანებს სიტყვებად ( სიტყვის ანალიზი და სინთეზი).
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების აქტივობების შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას, არავერბალურ ელემენტებზე (მაგ., ხმის ტემბრზე, სხვადასხვა ტიპის ხმაურზე, ინტონაციაზე, მიმიკა-ჟესტიკულაციაზე) დაყრდნობით ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას.
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) სასწავლო მიზნებით შედგენილი მოსასმენი ტექსტები, რომლებსაც ილუსტრაციებიც ახლავს: თემატური დიალოგები/მონოლოგები, მარტივი ამბავი, მარტივი აღწერითი ტექსტი, მარტივი ინსტრუქცია.
ბ) მულტიმედიური ტექსტები: ვიდეოთამაშები ენობრივი კონსტრუქციებისა და ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად, ანიმაციური ფილმი, რეკლამა.
გ) მხატვრული ლიტერატურა: ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, სიმღერები;
დ)სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) ტექსტები - თემატური დიალოგები/მონოლოგები;
ე) მულტიმედიური ტექსტები: საბავშვო სპექტაკლი.
| |
კითხვა-პასუხი შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
პირადი მონაცემები, სათამაშოები, ცხოველთა სამყარო, ფერები, ზომა, ოჯახი, სხეულის ნაწილები, ტანსაცმელი, ქალაქი, სოფელი; წელიწადის დროები, დღე და ღამე, ყოველდღიური საქმიანობა, ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø საგნების მოთავსება მასწავლებლის მიერ ნაკარნახევ ადგილზე;
Ø დამალული საგნის პოვნა მითითების შესაბამისად;
Ø მოქმედებათა გამომხატველი ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
Ø რეპლიკების დაკავშირება შესაბამის ილუსტრაციებთან;
Ø დასახელებული პერსონაჟის, ცხოველის, საგნის დაკავშირება შესაბამის ნახატთან;
Ø სიტყვის ჟესტიკულაციით განსახიერება/ დახატვა;
Ø დასახელებული პერსონაჟის, ცხოველის, ქმედების განსახიერება;
Ø სიტყვაში მარცვლების, ფონემების რაოდენობების ამოცნობა;
Ø იმ სიტყვების ამოიცნობა, რომლებშიც შედის წინასწარ მითითებული ბგერა/მარცვალი;
Ø სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობის (დასაწყისში, შუაში, ბოლოში)ამოცნობა;
Ø სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში იმ სიტყვების ამოიცნობა, რომლებიც იწყება/მთავრდება წინასწარ მითითებული ბგერით.
Ø სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილი სიტყვების დაჯგუფება თავკიდურა ბგერის მიხედვით;
Ø მოსმენილ მარტივ წინადადებაში სიტყვების გამოყოფა და მათი რაოდენობის ამოცნობა
და სხვ.
|
მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
| |
მისაღწევი შედეგები
|
II კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
|
მოსწავლე:
Ø პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს (მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. როცა მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიული ხატი, ანუ მასში მოცემულ ასოთა მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან);
Ø სიტყვებში გამოანაწევრებს ნასწავლ ასოს/ასოთშენაერთს;
Ø იგებს მიმართებას ბგერასა და ასოს შორის, ფონემასა და
გრაფემას შორის;
Ø ხმამაღლა (დამარცვლით ან მთლიანი სიტყვებით) კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
Ø ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს მიკროტექსტის ზოგად შინაარსს;
Ø ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს.
Ø ავლენს წიგნსა და ტექსტზე მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს (ამოიცნობს უცხოურენოვანი ტექსტების სტრუქტურულ ერთეულებს: სათაურს, ტექსტს,აბზაცს, სტრიქონს, წინადადებას, სიტყვას, ასოს; განარჩევს ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს).
|
Iუცხ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.
|
მოსწავლე:
Ø „გადახატავს“ სიტყვებს;
Ø ასოს მოხაზვის მიმართულების დაცვით გამოწერს ნასწავლ ასოებს (საანბანო პერიოდი მესამე კლასში დასრულდება) და ნასწავლი ასოებისაგან შედგენილ სიტყვებს.
|
Iუცხ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების აქტივობის შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
|
Ø სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებზე დაყრდნობით ამოიცნობს ტექსტის ტიპს;
Ø სიტყვების წაკითხვისას ამოიცნობს ნაცნობ ასოთშენაერთებს.
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
Ø პრაგმატული ტექსტები: აბრა, სია, კატალოგი;
Ø დიდაქტიზებული ტექსტები: მინიდიალოგები, აღწერითი ტექსტები;
Ø ვიდეოთამაშები სიტყვათა წაკითხვა-ამოცნობაზე.
Ø მხატვრული ლიტერატურა: ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, სიმღერები;
Ø სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) ტექსტები - თემატური დიალოგები/მონოლოგები;
Ø მულტიმედიური ტექსტები: საბავშვო სპექტაკლი.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø სურათების შესაბამის ნაბეჭდ სიტყვებთან დაკავშირება;
Ø სიტყვათა ჩამონათვალში დასახელებული ან სურათზე ასახული სიტყვის პოვნა;
Ø ასოთშენაერთების მოძიება და შემოხაზვა სიტყვათა ჩამონათვალში;
Ø სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობის ერთმანეთთან შედარება და სათანადო დასკვნის გამოტანა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად წარმოითქმის);
Ø დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით სხვა სიტყვების გაანალიზება, მათში ანალოგიური ასოების/ასოთშენაერთების ამოცნობა და შესაბამის ბგერებთან დაკავშირება.
Ø პრაგმატული ტექსტების - აბრის, სიის და კატალოგის შედარება და ამოცნობა სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებზე დაყრდნობით, თითოეული მათგანის დანიშნულების დასახელება;
Ø ნახატის დასათაურება;
Ø ნასწავლი ასოებით მოძრავი ანბანით სიტყვების შედგენა;
Ø გამოსაწერი ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილების აღწერა (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და ა.შ.).
|
მიმართულება 3. ინტერკულტურა
| |
მისაღწევი შედეგები
|
II კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურულ კონტექსტების ერთმანეთთან შედარება.
|
მოსწავლე:
Ø ადარებს მშობლიურთან და პოულობს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., უცხოურ ენაზე და მშობლიურ ენაზე ცხოველთა ხმაბაძვითი სიტყვები, პერსონაჟებისა და საკუთარი სახელები, კნინობითი ფორმები).
Ø სახელმძღვანელოსა თუ საბავშვო მედია/მულტიმედიურ ტექსტებში ამოიცნობს კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში ასახული დღესასწაულის ატრიბუტიკას, კერძებს), ადარებს მშობლიურთან და პოულობს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს.
|
რეკომენადაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
აუდიო–ვიდეო სასწავლო რესურსები, ადაპტირებული კომიქსები, ანიმაციური ფილმები, ილუსტრირებული წიგნები.
|
მიმართულება 4. სწავლის სწავლა
| |
მისაღწევი შედეგები
|
II კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
|
მოსწავლე:
Ø ზრუნავს საჭირო ნივთების მოტანაზე, სასწავლო ნივთების მოწესრიგებაზე, იწერს დავალებებს, ფიქრობს, რა თანამიმდევრობით შეასრულოს დავალება.
Ø აფასებს სწავლის პროცესს: ამჩნევს, რაში აქვს წინსვლა და აღწერს/ასახელებს მას;
Ø წინსვლის ამსახველ მასალას ინახავს პორტფოლიოში (მაგ, ადრეულ და გვიანდელ ნაწერს, სადაც ჩანს, როგორ გააუმჯობესა ასოების, სიტყვების წერა; ძველი და ახალი აუდიო ან ვიდეოჩანაწერი, საიდანაც ჩანს, თუ როგორ გააუმჯობესა გამოთქმა, ან რაიმე ლექსის თქმა);
|
Iუცხ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø მოდელის მიხედვით ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ ლექსიკონს, ილუსტრირებულ ანბანს და სხვა);
Ø იგებს და იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ილუსტრაციებს, ლექსიკონს, სარჩევს, ლოგოებს, სამოდელო ნიმუშებს).
|
III კლასი
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
| |
მისაღწევი შედეგები
|
III კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
|
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს სასაუბრო თემას;
Ø ამოიცნობს პერსონაჟებს, მათ ემოციებსა და რეპლიკებს;
Ø ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (პერსონაჟთა გარეგნობას, ობიექტების ნიშან-თვისებებს);
Ø ამოიცნობს საგანთა ადგილმდებარეობას (მაგ., წინ/უკან/გვერდით; მაღლა/დაბლა; ახლოს/შორს);
Ø ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
|
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
|
მოსწავლე:
Ø ზეპირად გაითამაშებს დიალოგებს, სცენებს;
Ø ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ენის გასატეხებს, ასრულებს სიმღერებს;
Ø ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას.
|
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
|
მოსწავლე:
Ø პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., დაასრულე? დიახ/არა);
Ø პასუხობს კითხვებს ნასწავლ თემატიკაზე;
Ø აღწერს სურათს.
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების აქტივობების შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას, არავერბალურ ელემენტებზე (მაგ., ხმის ტემბრზე, სხვადასხვა ტიპის ხმაურზე, ინტონაციაზე, მიმიკა-ჟესტიკულაციაზე) დაყრდნობით ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას.
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) სასწავლო მიზნებით შედგენილი მოსასმენი ტექსტები, რომლებსაც ილუსტრაციებიც ახლავს: თემატური დიალოგები/მონოლოგები, მარტივი ამბავი, ინსტრუქცია;
ბ) ადაპტირებული ილუსტრირებული ზღაპარი;
გ) მულტიმედიური ტექსტები: ვიდეო თამაშები ენობრივი კონსტრუქციებისა და ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად, ანიმაციური ფილმი, რეკლამა.
| |
ინტერაქცია შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
ოჯახის წევრები, ბუნება/ბუნების მოვლენები, ფერები, ზომა, სხეულის ნაწილები, ტანსაცმელი,
ქალაქი, სოფელი; წელიწადის დროები, ყოველდღიური საქმიანობა, ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა;
საკლასო ოთახი; სასკოლო ნივთები.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø საგნების მოთავსება მასწავლებლის მიერ ნაკარნახევ ადგილზე;
Ø დამალული საგნის პოვნა მითითებაზე დაყრდნობით;
Ø მოქმედებათა გამომხატველი ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
Ø აღწერილი ნიშან-თვისებების (მაგ., გრძელი/მოკლე, სამკუთხა/ოთხკუთხა) მიხედვით შესაბამისი ილუსტრაციის მითითება/შემოხაზვა;
Ø ტექსტის მიხედვით ნახატის შექმნა/გაფერადება/დასრულება;
Ø რეკლამის დაკავშირება შესაბამის ობიექტთან;
Ø თანაკლასელებთან/ მეწყვილესთან შეჯიბრი; ენის გასატეხის/გათვლის სწრაფად და გამართულად წარმოთქმაში;
Ø სასკოლო ჩანთის ჩალაგება (ნივთების დასახელება თანმიმდევრობით) და ქმედებათა გასიტყვება: ”ჩანთაში ჩავდე წიგნი, რვეული, ფანქარი...”;
Ø მითითებული ემოციის განსახიერება: ” გაბრაზებული”, ”მხიარული”, ”მოწყენილი...”;
Ø ლექსის ან სიმღერის გამეორება რიტმული მოძრაობებით, ტემპისა და ტემბრის ცვლით და სხვ.
|
მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
| |
მისაღწევი შედეგები
|
III კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
|
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს ყველა მთავრულ და არამთავრულ ასოს;
Ø შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ სიტყვებს და ნაცნობი სიტყვებისგან შემდგარ მოკლე წინადადებებს;
Ø იგებს ზოგად შინაარსს;
Ø მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას პრაგმატულ ტექსტებში;
Ø ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (რა/ვინ, როგორი, რამდენი).
|
Iუცხ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.
|
მოსწავლე:
Ø გამოწერს ანბანის ყველა მთავრულ და არამთავრულ ასოს;
Ø გამოწერს სიტყვებს, წინადადებებს;
Ø შეარჩევს სათანადო ლექსიკას, შესიტყვებებსა და გამოთქმებს;
Ø სათანადოდ სვამს სასვენ ნიშნებს;
Ø ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისთვის.
|
Iუცხ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების აქტივობის შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს ტექსტის ტიპს სტრუქტურული თავისებურების მიხედვით.
Ø მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავ აქტივობაში დასმული ამოცანის გადაჭრა;
Ø ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) ლექსები, ენის გასატეხები;
ბ) პრაგმატული ტექსტები: აბრა, სია, კატალოგი, მისალოცი ბარათი;
გ) დიდაქტიზებული ტექსტები: დიალოგი, ამბავი; აღწერითი ტექსტი (მაგ., ოთახის აღწერა, ოჯახის წევრების აღწერა);
დ) მარტივი შემეცნებითი ტექსტი (მაგ., ცხოველის სხეულის ნაწილებისა და ქცევების აღწერა);
ე) ადაპტირებული კომიქსები.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელები, სათამაშოების ან ცხოველების აღმნიშვნელი სიტყვები და ა.შ.);
Ø ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული ქმედების შესრულება (ნახატის დასურათება, შესატყვისი ილუსტრაციის პოცნა, ცხრილის შევსება, სურათების დანომვრა და მისთ.);
Ø მისალოცი/მოსაწვევი ბარათების მომზადება წარწერებითა და ნახატებით;
Ø სხვადასხვა დანიშნულების სიის შედგენა (მაგ. გუნდის წევრების, საყიდლების, არდადეგებზე წასაღები ნივთების, კერძის ინგრედიენტების და სხვ.);
Ø სხვადასხვა თემაზე (მაგ. „ჩემი ოჯახი“) ნახატებით/ფოტოებით და მათი აღმწერი წარწერებით გაფორმებული ტექსტის შექმნა. ამ ტექსტში განვლილი მასალის შესაბამისად შეიძლება სხვადასხვა ასპექტის წამოწევა, მაგ., გარეგნობა, პროფესია/საქმიანობა, ჩაცმულობა და სხვ. ამავე ტიპის აქტივობა შეიძლება გაკეთდეს თემებზე „ჩემი ეზო“, „ჩემი საყვარელი ნივთი“, „ჩემი სახლი“, „ჩემი ოთახი“, „ჩემი ოთხფეხა მეგობარი“ და სხვ.
|
მიმართულება 3. ინტერკულტურა
| |
მისაღწევი შედეგები
|
III კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება.
|
მოსწავლე:
Ø სახელმძღვანელოსა თუ საბავშვო მედია/მულტიმედიურ ტექსტებში ამოიცნობს კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს;
Ø შედარებისას პოულობს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს.
|
რეკომენდაცები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
აუდიო–ვიდეო სასწავლო რესურსები, ადაპტირებული კომიქსები, ანიმაციური ფილმები; ილსუტრირებული საბავშვო წიგნები.
| |
ინტერაქცია შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
დედაქალაქი და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, ტრადიციული ზღაპრის პერსონაჟები, მათი სახელები, სკოლის შენობა, სასკოლო საგნები და სხვ.
| |
მიმართულება 4. სწავლის სწავლა
| |
მისაღწევი შედეგები
|
შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
|
მოსწავლე:
Ø აფასებს სწავლის პროცესს: ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს;
Ø ამჩნევს, რაში აქვს წინსვლა და აღწერს/ასახელებს მას;
Ø წინსვლის ამსახველ მასალას ინახავს პორტფოლიოში (მაგ, გამოწერილი წინადადებები; ორი ნამუშევარი, რომელშიც თვალსაჩინოდ აისახება წინსვლა; ადრეული და გვიანდელი შეფასების სქემები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები);
Ø აცნობიერებს და ასახელებს სისუსტეებს და მიუთითებს გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ. როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები; როგორი ხერხით დაიმახსოვროს ლექსიკური ერთეულები).
|
Iუცხ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ლოტოს, მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ ლექსიკონს, ილუსტრირებულ ანბანს, ყუთებს ინფორმაციის, მასალის დახარისხებისათვის და სხვა);
Ø ეფექტიანად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ილუსტრაციებს, ლექსიკონს, სარჩევს, ლოგოებს, სამოდელო ნიმუშებს);
Ø მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით.
|
IV კლასი
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
| |
მისაღწევი შედეგები:
|
IV კლასის შეფასების ინდიკატორები:
|
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
|
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს, თანამოსაუბრეებს;
Ø განარჩევს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
Ø ამოიცნობს სხვადასხვა სახის კონკრეტულ დეტალებს (მაგ., ემოციების, ადგილმდებარეობის, ფერის, ფორმის, რაოდენობის შესახებ);
Ø ამოიცნობს ამბის განვითარების ეტაპებს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა), მოვლენათა თანამიმდევრობას;
Ø პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისების შესახებ (მაგ., კეთილია, ბოროტია, ძუნწია, გულადია, მშიშარაა, ზარმაცია).
|
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
|
მოსწავლე:
Ø ზეპირად გაითამაშებს დიალოგებს, სცენებს;
Ø ზეპირად კითხულობს ლექსებს, ენის გასატეხებს, ასრულებს სიმღერებს;
Ø ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას.
|
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
|
მოსწავლე:
Ø სვამს/პასუხობს კითხვებს, ან ითხოვს ნებართვასკონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., შეიძლება ავიღო ეს წიგნი?.. და სხვა);
Ø მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში ნასწავლ თემატიკაზე (მაგ., რა უყვარს, რა იცის, როგორია მისი მეგობარი, რა აქვს ჩანთაში, სად არის ნივთი და სხვ.);
Ø პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს (მაგ., რა აქვს, ვინ რა აჩუქა, რა ფერის, რამდენი, როგორი, როდის წავიდა, სად წავიდა, ვის რა მისცა და სხვა);
Ø აღწერს ილუსტრაციებს;
Ø მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში.
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების აქტივობების შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø გამოთქვამს ვარაუდს სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
Ø შინაარსის გასააზრებლად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკა-ჟესტიკულაციას).
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) სასწავლო მიზნებით შედგენილი მოსასმენი ტექსტები, რომლებსაც ილუსტრაციებიც ახლავს: თემატური დიალოგები/მონოლოგები, მარტივი ამბავი, ინსტრუქცია;
ბ) ადაპტირებული ილუსტრირებული ზღაპარი/ მოთხრობა;
გ) მულტიმედიური ტექსტები: ანიმაციური ფილმი, რეკლამა, საბავშვო რეკლამა, ვიდეოთამაშები ენობრივი კონსტრუქციებისა და ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად;
დ) მხატვრული ტექსტი/ლიტერატურა: ლექსები, სიმღერები, ადაპტირებული ზღაპრები;
ე) მულტიმედიური ტექსტები: საბავშვო სპექტაკლი, აუდიო-ვიდეო ტექსტები, განმავითარებელი თამაშები.
| |
ინტერაქცია შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
სასკოლო საგნები, სასკოლო კვირის განრიგი, დღის რეჟიმი, საყოფაცხოვრებო ნივთები, საყიდლები, სურსათი, მაღაზიები; გართობა, ჰობი, სპორტი, თამაშები; ბუნება/ბუნების მოვლენები, ფერები, ზომა, სხეულის ნაწილები, ყოველდღიური საქმიანობა, დაბადების დღე, საჩუქრები და სხვ.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø სწორი პასუხის შემოხაზვა;
Ø ტექსტიდან ამოკრებილი ინფორმაციის დაჯგუფება-დახარისხება;
Ø მოქმედებათა გამომხატველი ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
Ø აღწერილი ნიშან-თვისებების (მაგ., გრძელი/მოკლე, სამკუთხა/ოთხკუთხა) მიხედვით შესაბამისი ილუსტრაციის მითითება/შემოხაზვა;
Ø პერსონაჟის, ცხოველის, ქმედების განსახიერება;
Ø მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ამბის ინსცენირება პანტომიმით;
Ø თამაში „ცივა/ცხელა“ /„ზამთარი/ზაფხული“ (მასწავლებლის მიერ დამალული ნივთის პოვნა);
Ø ჩაფიქრებული სიტყვის/ნივთის/საგნის გუნდისათვის ან კლასისათვის ერთი სიტყვით ახსნა (თამაში ”ასოციაციობანა”);
Ø თანაკლასელის ჟესტების მიხედვით პერსონაჟის, ცხოველის ან საგნის ამოცნობა და დასახელება;
Ø მეწყვილისათვის/თანაკლასელისათვის ინტერვიუს ჩამორთმევა (რა გქვია? რამდენი წლის ხარ? ...);
Ø რა შეეშალა მხატვარს? ორ ილუსტრაციას შორის განსხვავებების დასახელება;
Ø მითითებული ფერის მიხედვით ფერადი ბარათების გაცვლა ერთი და იმავე ფერის ბარათების შესაგროვებლად (”მომეცი ლურჯი”, ”აი, თეთრი ბარათი” და მისთ.) და სხვ.
|
მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
| |
მისაღწევი შედეგები
|
IV კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
|
მოსწავლე:
Ø კითხულობს (შიფრავს) ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, წინადადებებს, მცირე ზომის ტექსტებს;
Ø ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორი, ადრესატი, თემა, მიზანი.);
Ø ამოიცნობს ფაქტობრივ/ექსპლიციტურ ინფორმაციას (როდის, სად, ვინ, რამდენი, როგორი და სხვა);
Ø ამოიცნობს პერსონაჟთა თვისებებს;
Ø ამოიცნობს მოქმედებების თანამიმდევრობას;
Ø ამოიცნობს მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
Ø ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს.
|
Iუცხ.დაწყ.I.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.
|
მოსწავლე:
Ø წერს აკურატულად;
Ø კარნახით წერს ნასწავლ სიტყვებს და წინადადებებს;
Ø ტექსტის წერისას სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკასა და შესიტყვებებს, გამოთქმებს;
Ø მიუთითებს კონკრეტულ დეტალებს;
Ø სათანადოდ სვამს სასვენ ნიშნებს;
Ø ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისთვის.
|
Iუცხ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების აქტივობის შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø ნაცნობ ელემენტებზე (კონტექსტზე, ილუსტრაციაზე) დაყრდნობით ცდილობს უცნობი სიტყვების ამოცნობას;
Ø აკვირდება ტექსტის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ცხრილის აგებულებას და მონაცემებს, ილუსტრაციას, წარწერას, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს (მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვა) და მასზე დაყრდნობით მოიძიებს საჭირო ინფორმაციას;
Ø აცნობიერებს კითხვის პროცესში გამოყენებულ ხერხებს.
|
რეკომენდაციები
| |
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) პრაგმატული ტექსტები: დღის განრიგი, კატალოგი, საბავშვო ტელეპროგრამა, გაკვეთილების ცხრილი, მისალოცი ბარათი, გზავნილი (შეტყობინება), ანკეტა პირადი მონაცემებით, ღია ბარათი, მენიუ;
ბ) დიდაქტიზებული ტექსტები: დიალოგი, ამბავი;
გ) მცირე ზომის შემეცნებითი ტექსტები ნაცნობ თემატიკაზე;
დ) ადაპტირებული კომიქსები, რეკლამები.
| |
აქტივობათა ნიმუშები:
Ø ტექსტში სიტყვების მოძიება წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელები, სათამაშოების ან ცხოველების აღმნიშვნელი სიტყვები და ა.შ.);
Ø ილუსტრაციის შესაბამისი მონაკვეთის პოვნა;
Ø ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული ქმედების (დაასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას, ავსებს ცხრილს, ნომრავს სურათებს და სხვა)შესრულება;
Ø სხვადასხვა ტიპის ტექსტის შედარება სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით (მაგ.,სათამაშოების კატალოგისა და ტელეპროგრამის), განსხვავებების, მსგავსებების დასახელება (მაგ., კატალოგში სურათები და ინფორმაცია იქვეა განთავსებული, ტელეპროგრამაში კი - არა; ტელეპროგრამაში საათების მიხედვით არის ჩამონათვალი, კატალოგში საათი საერთოდ არ არის მითითებული და სხვა);
Ø მოსწავლეთა მიერ გამოყენებული ხერხების დაფაზე ჩამოწერა, მათი შედარება და შეფასება: რომელმა გააადვილა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
Ø დაფიდან ან სხვა ნაბეჭდი წყაროდან სიტყვების, წინადადებების გადაწერა;
Ø გამაფრთხილებელი აბრის დაწერა;
Ø საყვარელ გადაცემათა ტელეპროგრამის შედგენა;
Ø კლასში მომზადებული „საფოსტო ყუთის“ გამოყენებით ერთმანეთისათვის ღია ბარათების გაგზავნა;
Ø დილის საუზმის მენიუს შედგენა;
Ø სხვადასხვა თემაზე (მაგ., „სკოლა“„ჩემი მეგობარი“, „ჩემი საყვარელი საგანი“, „ჩემი დაბადების დღე“ და სხვ.) ნახატებით/ფოტოებით და მათი აღმწერი წარწერებით გაფორმებული ტექსტების შექმნა და სხვ.
|
მიმართულება 3. ინტერკულტურა
| |
მისაღწევი შედეგები
|
IV კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება.
|
მოსწავლე:
Ø სახელმძღვანელოსა თუ საბავშვო მედია/მულტიმედიურ ტექსტებში ამოიცნობს კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს;
Ø შედარებისას პოულობს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს.
|
Iუცხ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სამიზნე ქვეყნის/ ქვეყნების სოციოკულტურულ და კულტურულ რეალიებზე.
|
მოსწავლე:
Ø მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
Ø გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
Ø გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციებს;
Ø გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
Ø მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
|
რეკომენდაციები
| |
საპროექტო იდეები:
გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის/სკეტჩის დადგმა და წარდგენა, ზეიმის მოწყობა, ნახატების გამოფენა, საყვარელი ზღაპრის/ანიმაციური ფილმის აფიშის მომზადება, სასურველი ტელეგადაცემების კვირეული პროგრამის შედგენა და სხვ.
|
მიმართულება 4. სწავლის სწავლა
| |
მისაღწევი შედეგები
|
IV კლასის შეფასების ინდიკატორები
|
Iუცხ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
|
მოსწავლე:
Ø აფასებს სწავლის პროცესს: ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს;
Ø ამჩნევს, რაში აქვს წინსვლა და აღწერს/ასახელებს მას; წინსვლის ამსახველ მასალას ინახავს პორტფოლიოში (მაგ, ორი ნამუშევარი, რომელშიც თვალსაჩინოდ აისახება წინსვლა; ადრეული და გვიანდელი შეფასების სქემები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს მისი ზეპირი აქტივობა);
Ø აცნობიერებს და ასახელებს სისუსტეებს და მიუთითებს გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ. როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები; როგორი ხერხით დაიმახსოვროს ლექსიკური ერთეულები).
|
Iუცხ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე:
Ø ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ლოტოს, მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ ლექსიკონს, ყუთებს ინფორმაციის, მასალის დახარისხებისათვის და სხვა).
Ø იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
Ø ეფექტიანად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ილუსტრაციებს, ლექსიკონს, სარჩევს, ლოგოებს, სამოდელო ნიმუშებს);
Ø მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით.
|
თვითშეფასების სქემის ნიმუში
|
შემიძლია ინგლისურად:
| |
1. ვთქვა, რა მქვია
| |
2. ვკითხო სხვას, რა ჰქვია
| |
3. ვთქვა, რა ცხოველი მყავს
| |
4. დავითვალო ათამდე
| |
5. ჩამოვთვალო, რა სასწავლო ნივთები მაქვს
| |
უნდა გავაუმჯობესო: -------------------------------------------
ამისათვის: --------------------------------------------------------
ხელმოწერა: ------------------------------------------------------
|
No comments:
Post a Comment