უცხოური ენის წლიური პროგრამა V- VI კლასი



V კლასი


მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
მისაღწევი შედეგები
V კლასის შეფასების ინდიკატორები
Iუცხ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს, თანამოსაუბრეებს;
Ø  განარჩევს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
Ø  ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს (სად, როდის, რამდენი, როგორი და სხვ.);
Ø  ამოიცნობს ამბის განვითარების ეტაპებს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ  დამთავრდა);
Ø  განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
Ø  ამოიცნობს პერსონაჟების ემოციებს, დამოკიდებულებს;
Ø  პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისების შესახებ;
Ø  განარჩევს ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, შეკითხვა, ბრძანება).
Iუცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,  რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
მოსწავლე:
Ø გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს; ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაცასა და რიტმს;
Ø მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში; სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
Ø სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობი თემების, ნასწავლი  ტექსტის შინაარსის შესახებ;
Ø მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., მაღაზიაში, შეხვედრა ქუჩაში/პარკში თანატოლთან/უფროსთან);
Ø აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩას, სურათს);
Ø მარტივი ენით ჰყვება ნანახ ან გაგონილ  ამბავს;
Ø  საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., ოჯახ, ნათესავები/ მეგობრები,  თავისუფალ დრო  და სხვა).
Iუცხ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება;
მოსწავლე:
Ø ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
Ø იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
Ø იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
Ø იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება პირსა და რიცხვში);
Ø სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
Iუცხ.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
მოსწავლე:
Ø  გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ სათაურის, ილუსტრაციების, არავერბალური ელემენტების საფუძველზე;
Ø  ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელოის დამოუკიდებლად ამოცნობა ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია და სხვა);
Ø  მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.
რეკომენდაციები
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) სასწავლო მიზნებით შედგენილი მოსასმენი ილუსტრირებული ტექსტები, თემატური დიალოგები/მონოლოგები, მარტივი ამბავი, ინსტრუქცია, საგზაო  მარშრუტი;
ბ) ადაპტირებული ილუსტრირებული მოთხრობა;
გ) მულტიმედიური ტექსტები: ანიმაციური ფილმი, რეკლამა, საბავშვო რეკლამა, ვიდეოთამაშები  ენობრივი კონსტრუქციებისა და ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად, აუდიო-ვიდეო მასალა საპროგრამო თემატიკაზე;
დ) სასწავლო მიზნით შედგენილი ტექსტები, ადაპტირებული მოთხრობები;
ე) მარტივი შემეცნებითი ტექსტები;
ვ) მულტიმედიური ტექსტები: საბავშვო სპექტაკლი, აუდიო-ვიდეო ტექსტები, განმავითარებელი თამაშები.

ინეტრაქცია შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
სასკოლო კვირის განრიგი, სასკოლო საგნები, ოჯახი, მეგობრები, გართობა, ჰობი, სპორტი, კვება, ყოველდღიური საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი და სხვა.

აქტივობათა ნიმუშები:
Ø  ტექსტის შინაარსის მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა;
Ø  მოცემული ვარიანტებიდან სწორი/არასწორი ინფორმაციის მონიშვნა;
Ø  პერსონაჟებისა და რეპლიკების ურთიერთდაკავშირება;
Ø  მოსმენილი ტექსტის მიხედვით შესაბამისი ილუსტრაციების დანომვრა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით;
Ø  ტექსტის მიხედვით სავარჯიშოში გამოტოვებული ადგილების შევსება შესატყვისი სიტყვებით/ფრაზებით;
Ø  მოსმენილი ტექსტის მიხედვით რეკლამის ნაკლული ინფორმაციის შევსება;
Ø  მინიინტერვიუების ჩამორთმევა თანაკლასელებისთვის ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., არდადადეგები, საცხოვრებელი ადგილი, მეგობრები, საყვარელი დღესასწაული და სხვა);
Ø  აღწერილი სიტუაციების  მიხედვით სიმულაციური  დიალოგების გათამაშება;
Ø  დამალული საგნის, ჩაფიქრებული სიტყვის გამოცნობა კითხვა-პასუხზე დაყრდნობით;
Ø  ორი სურათის მსგავსება-განსხვავებაზე საუბარი;
Ø  საცხოვრებლის, ქალაქის, ოჯახის და .. აღწერა თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით;
Ø  სკოლისკენ ან სახლისკენ მიმავალი გზის აღწერა;
Ø  ჯაჭვური თხრობა“: მოსმენილი ფრაზების გამეორება და ტექსტის გაგრძელება თითო სიტყვით/წინადადებით (მოსწავლეთა ჯაჭვში) და სხვ.



მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
მისაღწევი შედეგები:
V კლასის შეფასების ინდიკატორები:
Iუცხ.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად  კითხვა.
მოსწავლე:
Ø  შესაბამისი ინტონაციითა და პაუზების გამოყენებით ხმამაღლა გამართულად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტებს;
Ø  ტექსტის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას.
Iუცხ.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების   წაკითხვა და  გაგება.   
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორი, ადრესატი, თემა, მიზანი);
Ø  საკითხავი ამოცანების შესაბამისად ტექსტში პოულობს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
Ø  ამოიცნობს მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობას; მათ შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს;
Ø  ამოიცნობს პერსონაჟების ემოციებსა და განწყობებს, მათი ქცევის მოტივებს (მაგ., რატომ არის მოწყენილი; რატომ მოიქცა ასე და ა.შ.); 
Ø  განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;
Ø  გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს.
Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
Ø  ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა სახის ტექსტს კომპოზიციური აგებულების მიხედვით (მაგ., გაკვეთილების ცხრილი და ღია ბარათი), ასახელებს განსხვავებებს, მსგავსებებს;
Ø  ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
Ø  ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის, ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ ფორმებს, ზმნიზედებს, ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, წინდებულს).

Iუცხ.დაწყ.(II).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის დაწერა.
მოსწავლე:
Ø  თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებს, მოვლენებს;
Ø  აღწერს / ახასიათებს ადამიანებს, ცხოველებს, საგნებს;
Ø  აზუსტებს საჭირო დეტალებს;
Ø  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებებს, გრძნობებსა და სურვილებს.

Iუცხ.დაწყ.(II).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.
მოსწავლე:
Ø იყენებს საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამის ფორმულებს;
Ø იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას;
Ø იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედა, წინდებული);
Ø იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება პირსა და რიცხვში);
Ø შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს;
Ø იცავს სიტყვათა წყობას მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში;
Ø იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
Iუცხ.დაწყ.(II).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. 
მოსწავლე:
Ø  სათაურზე, ილუსტრაციებზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
Ø  ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია, ნაცნობი ფუძე) დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობ სიტყვებს, წინადადებებს მნიშვნელობას;
Ø  მთლიან ტექსტზე დაკვირვებით, მისი სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტების დახმარებით (სათაურ, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც, სვეტ, ლოგო, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებ /მაგ., მსხვილი შრიფტი/ და სხვ.) მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას;  
Ø  მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი დავალების შესრულება;
Ø  ეცნობა და იყენებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხებს, გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო მისთვის  უფრო ეფექტური და რატომ.

Ø  მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, ნიმუშ, საჭირო ენობრივ მასალა და სხვა);
Ø  წერს შავ ვარიანტს;
Ø  გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს;
Ø  ათეთრებს ნაწერს.
რეკომენდაციები
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:

ა) პრაგმატული ტექსტები: ღია ბარათი, პირადი  წერილი (ხელნაწერი ან ელექტრონული სახით), დღის განრიგი,  გაკვეთილების ცხრილი, მოსაწვევი ბარათი, მენიუ, კულინარული რეცეპტი და სხვა;
ბ) დიდაქტიზებული ტექსტები: დიალოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები, საგზაო მარშრუტი;
გ)  საინფორმაციო, მცირე ზომის შემეცნებითი  ტექსტები;
დ) ადაპტირებული კომიქსები, რეკლამები, აუდიო-ვიდეო მასალა საპროგრამო თემატიკაზე.
აქტივობათა ნიმუშები:

Ø  მონაწილეობ დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში.
Ø  ტექსტის შინაარსის მიხედვით კომიქსის პერსონაჟების გახმოვანება;
Ø  ტექსტის (თხრობითი, შემეცნებითი) არეულად მოცემული ფრაგმენტების სწორი თანმიმდევრობით დალაგება;
Ø  ტექსტისა ან მისი ცალკეული ეპიზოდის დასათაურება;
Ø  ტექსტში ნაკლული ინფორმაციის შევსება;
Ø  ილუსტრაციის ან გეგმის მიხედვით ცალკეული მონაკვეთებისგან ტექსტის აწყობა;
Ø  ტექსტში მოცემული ინფორმაციის დახარისხება (მაგ., მოქმედ პირთა წარმომავლობა, პროფესიები, გეოგრაფიული ადგილები და სხვა);
Ø  სადღესასწაულო წვეულებისთვის კერძების შერჩევა სხვდასხვა მენიუდან/კულინარული რეცეპტების წიგნიდან;
Ø  მეგობრისთვის, ახლობლისთვის, მასწავლებლისთვის განკუთვნილ ღია ბარათში\წერილში გამოტოვებული ადგილების შევსება;
Ø  მოსაწვევის შედგენა მეგობრის წვეულებაზე დასაპატიჟებლად;
Ø  სურათის აღწერა;
Ø  საკუთარი ოთახის აღწერა;
Ø  მონაცემების მიხედვით პირადი წერილის შედგენა;
Ø  გეგმის მიხედვით ნასწავლი ტექსტის მოკლე შინაარსის შედგენა;
Ø  მოცემულ ყალიბშევსება განსხვავებული შინაარსით (მაგ., წერს პერსონაჟის საპირისპირო დახასიათებას; );
Ø  მოსწავლეების მიერ მომზადებულ საფოსტო ყუთის გამოყენებით ერთმანეთისათვის შეტყობინებების გაგზავნა „დამალულ განძზე“;
Ø  ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამბის დასრულება;
Ø  მოცემულ სიტყვებზე/ ილუსტრაციებზე/ სათაურზე დაყრდნობით ტექსტის შედგენა
და სხვ.

მიმართულება 3. ინტერკულტურა
მისაღწევი შედეგები
V კლასის შეფასების ინდიკატორები
Iუცხ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება, პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის.

მოსწავლე:
Ø  მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ; ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიუ კულტურულ და სოციოკულტურულ კონტექსტებს შორის და პოულობს მსგავსება-განსხვავებებს;
Ø  გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს მსგავსებებსა და განსხვავებების შესახებ;
Ø  მოიძიებს დამატებით ცნობებს;
Ø  პოულობს ნასწავლი ანდაზის ანალოგიურს მშობლიურ ენაში და ადარებს გამოხატვის ფორმებს.
Iუცხ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
მოსწავლე:
Ø  მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს, ეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
Ø  ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას, რომლის განსაზღვრა-განაწილებაში მონაწილეობს გუნდის ყველა წევრი მასწავლებლის დახმარებით;
Ø  მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
Ø  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს, დაამუშავებს მოძიებულ მასალას, აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
რეკომენდაცია
საპროექტო იდეები: დასურათებული ლექსიკონის შედგენა; სურათებიანი წიგნისთვის ტექსტის შედგენა; ამბის ინსცენირება; საშობაო/დედის დღის აღსანიშნავი მისალოცი ბარათების შექმნა; საყვარელი ფილმის/წიგნის/საგნის რეკლამა.


მიმართულება 4.  სწავლის სწავლა
მისაღწევი შედეგები
V კლასის შეფასების ინდიკატორები
Iუცხ.დაწყ.(II).13. მოსწავლემ  უნდა შეძლოს სასწავლო საქმიანობის მართვა, სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა  და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილოება.
მოსწავლე:
Ø  გეგმავს საკუთარ საქმიანობას;
Ø  მონაწილეობს სწავლის პროცესის შეფასებაში, ავსებს ასაკის შესაბამის თვითშეფასების სქემებს,
Ø  აკვირდება შეფასების შედეგებს, გაიაზრებს და ასახელებს წინსვლისა და ჩამორჩენის მიზეზებს;
Ø  ქმნის პირად პორტფოლიოს საკუთარი წინსვლის ამსახველი მასალებისთვის (შეფასების სქემები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, პროექტის მასალები); 
Ø  ცდილობს დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები;
Ø  აცნობიერებს და ასახელებს წინსვლისთვის ხელისშემშლელ მიზეზებს, მიუთითებს მათი გამოსწორების შესაძლო გზებზე (მაგ. რომელი  ხერხი გამოიყენოს ლექსიკური მასალის დასამახსოვრებლად).
Iუცხ.დაწყ.(II).14.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
მოსწავლე:
Ø  იყენებს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მასალის ასათვისებლად (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა); სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას; ამოკრებს რთულად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ;
Ø  იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად: კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს და იყენებს ენობრივ მექანიზმებს; ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს; იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს;
Ø  ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ., ანბანურ/თემატურ ლექსიკონს, პლაკატს, მარტივ სქემას, კითხვარს და სხვა) და იყენებს მა;
Ø  ეფექტიანად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
Ø  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით ეფექტიანად იყენებს ასაკის შესატყვის საგანმანათლებლო პროგრამებს, ელექტრონულ ლექსიკონებს;
Ø  მასწავლებლის დახმარებით მოძიებული ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით ქმნის და ამუშავებს ტექსტს, იყენებს ფოტოებს, ცხრილებს.






VI კლასი
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
მისაღწევი შედეგები:
VI კლასის შეფასების ინდიკატორები
Iუცხ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თემას, პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებს);
Ø  ამოიცნობს თანამოსაუბრეთა და პერსონაჟთა შორის არსებულ მარტივ ურთიერთობებ;
Ø  რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი  სურვილები, გეგმები, ინტერესები, საქმიანობის, დამოკიდებულებები შესახებ);
Ø  ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს (მოქმედების დროს, ადგილს და ა.შ.);
Ø  ამოიცნობს სიუჟეტის განვითარების ხაზს;
Ø  ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობ;
Ø  ამოიცნობს ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება).
Iუცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,  რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
მოსწავლე:
Ø  სვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემის (მაგ., სტუმრად ქალაქში/ სოფელში, საყვარელი საქმიანობა/ გართობა, საყვარელი გადაცემები და სხვა) გარშემო;
Ø  გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას, ემოცი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით;
Ø  მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;
Ø  მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ.,  გზა სკოლიდან სახლამდე, შეთანხმება შეხვედრის შესახებ; კაფეში; ვიზიტი ექიმთან, საჩუქრის შერჩევა და სხვა);
Ø  გეგმის მიხედვით ჰყვება მოსმენილი/წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
Ø  საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., არდადეგები, გეგმები, გატაცებები, საყვარელი საქმიანობა და სხვა).
Iუცხ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.
მოსწავლე:
Ø  ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
Ø  იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
Ø  იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
Ø  იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის;
Ø  სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
Iუცხ.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
მოსწავლე:
Ø  გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ სათაურის, ილუსტრაციების, არავერბალური ელემენტების საფუძველზე;
Ø  ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელოის დამოუკიდებლად ამოცნობა ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);
Ø  მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.
რეკომენდაციები
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს  შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) სასწავლო მიზნებით შედგენილი მოსასმენი ილუსტრირებული ტექსტები, თემატური დიალოგები/მონოლოგები, მარტივი ამბავი, ინსტრუქცია;
ბ) ადაპტირებული ილუსტრირებული მოთხრობა;
გ) პრაგმატული ტექსტი - ამინდის მარტივი პროგნოზი, სამარშრუტო გეგმა, მარტივი შეტყობინება;
დ) მულტიმედიური ტექსტები: ანიმაციური ფილმი, რეკლამა, საბავშვო რეკლამა, ვიდეოთამაშები  ენობრივი კონსტრუქციებისა და ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად, აუდიო-ვიდეო მასალა საპროგრამო თემატიკაზე;
ე) სასწავლო მიზნით შედგენილი ტექსტები, ადაპტირებული მოთხრობები;
ვ) საინფორმაციო და  შემეცნებითი ტექსტები;
ზ)მულტიმედიური ტექსტები: საბავშვო სპექტაკლი, აუდიო-ვიდეო ტექსტები, განმავითარებელი თამაშები.
ინტერაქცია შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
საქმიანობა, ჯანმრთელობა, ჩაცმულობა, თამაშები,  მაღაზიები, საყიდლები, ქვეყნები, დედაქალაქები, ღირსშესანიშნაობები, დღესასწაულები, ზეიმები, სანახაობები,  ბუნება/ბუნების მოვლენები  და სხვ.
აქტივობათა  ნიმუშები:
Ø  ტექსტის თემატიკის დადგენა ტექსტიდან წინადადებების ან ფრაგმენტის მოსმენის შედეგად;
Ø  მოსმენილი ტექსტის დასაწყისის შესაბამისად ამბის დასრულება, აუდიოჩანაწერთან შედარება;
Ø  მოსმენილი დიალოგის მიხედვით ცხრილის შევსება:  ვინ/სად/როდის, რატომ? და ა.შ.;
Ø  მოსმენილ დიალოგში მოსაუბრეთა რეპლიკების/ინტონაციის მიხედვით მათი გრძნობების ამოცნობა (მაგ., მოწყენილი, შეშინებული, გაბრაზებული);
Ø  მოსმენილი ტექსტის მიხედვით დედაქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ერთმანეთთან დაკავშირება;
Ø  მოსმენილი ამინდის პროგნოზის მიხედვით ატმოსფერული მოვლენებისა და ტემპერატურის ამსახველი ინფორმაციის, გეოგრაფიული მხარეების შესაბამისი მონაცემების ჩანიშვნა (მაგ., ჩრდილოეთში მისაღწევია. . .);
Ø  რადიოგადაცემაში მონაწილე პირების (ინტერვიუს რესპონდენტის ან მთავარი გმირის) მონაცემების ანკეტაში შეტანა და სხვ.
Ø  სიმულაციური სიტუაციების გათამაშება, მაგ., მაღაზიაში, კინოში,  მგზავრის დაკვალიანება და ..;
Ø  მინიინტერვიუების ჩამორთმევა თანაკლასელებისთვის ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., მოგზაურობა, საყვარელი ქალაქი, ექსკურსიის შთაბეჭდილებები, გართობა და სხვა);
Ø  საკვანძო სიტყვებისა და ნაცნობი ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულების გამოყენებით შინაარსის გადმოცემა ან ილუსტრაციის აღწერა;
Ø  მოსმენილი ტექსტის/ნაწყვეტის  დასასრულის მოფიქრება და მოყოლა;
Ø  ნანახი სპექტაკლის, ფილმის სიუჟეტის  გადმოცემა;
Ø  ორი მოსმენილი ამბის  მსგავსება-განსხვავებაზე საუბარი;
Ø  ილუსტრაციების ფორმით  მოცემული დროშების, ღირსშესანიშნაობების, სუვენირების, ეროვნული სიმბოლიკის, ფულადი ერთეულის გამოსახულების დაჯგუფება, შედარება და მსგავსება-განსხვავებების პოვნა და სხვ.

მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
მისაღწევი შედეგები:
VI კლასის შეფასების ინდიკატორები:
Iუცხ.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფული კითხვა.
მოსწავლე:
Ø  თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებსა და ფრაზებს;
Ø  შესაბამისი ინტონაციითა და პაუზების გამოყოფით გამართულად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტებს;
Ø  ტექსტის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას.
Iუცხ.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს  სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების  წაკითხვა და გაგება.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორი, ადრესატი, თემა, მიზანი);
Ø  საკითხავი ამოცანების შესაბამისად ტექსტში პოულობს კონკრეტულ  ინფორმაციას;
Ø  ამოიცნობს მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობას; მათ შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს;
Ø  ამოიცნობს პერსონაჟების ემოციებსა და განწყობებს, მათი ქცევის მოტივებს (მაგ., რატომ არის მოწყენილი; რატომ მოიქცა ასე და ა.შ.); 
Ø  განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;
Ø  გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს.

Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
Ø  ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა სახის ტექსტს კომპოზიციური  აგებულების მიხედვით (მაგ., კატალოგსა  და შემეცნებით ტექსტ), ასახელებს განსხვავებებს, მსგავსებებს;
Ø  ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., წახალისების, შეთავაზების, კეთილი სურვილების და სხვა);
Ø  ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის, ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროიგამომხატველ ფორმებს,  ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, წინდებულს).
Iუცხ.დაწყ.(II).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის დაწერა.
მოსწავლე:
Ø თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებს, მოვლენებს;
Ø აღწერს / ახასიათებს ადამიანებს, ცხოველებს, საგნებს;
Ø აზუსტებს საჭირო დეტალებს;
Ø გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებებს, გრძნობებსა და სურვილებს.
Iუცხ.დაწყ.(II).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა და ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

მოსწავლე:
Ø იყენებს საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამის ფორმულებს;
Ø იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი  უნარ-ჩვევები და იყენებს მათ.
Ø იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებული, ზმნიზედა),
Ø იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება პირსა და რიცხვში);
Ø იცავს სიტყვათა წყობას მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში (მაგ., ქვემდებარე, შემასმენელი, დამატება);
Ø იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
Iუცხ.დაწყ.(II).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. 
მოსწავლე:
Ø  სათაურზე, ილუსტრაციებზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
Ø   ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია, ნაცნობი ასოები) დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობ სიტყვებს, წინადადებებს მნიშვნელობას;
Ø   მთლიან ტექსტზე დაკვირვებით, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტების დახმარებით (სათაურ, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც, სვეტ, ლოგო, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებ /მაგ., მსხვილი შრიფტი/ და სხვ.) მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას;  
Ø  მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი დავალების შესრულება; ეცნობა და იყენებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს  და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო მისთვის უფრო ეფექტური და რატომ.
რეკომენდაციები
აქტივობები შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს:
ა) პრაგმატული ტექსტები: თამაშის წესები, საჯარო წარწერა, სამარშრუტო გეგმა, კატალოგი, საბავშვო ტელეპროგრამა, მისალოცი ბარათი, გზავნილი (შეტყობინება), ანკეტა პირადი მონაცემებით და სხვა;
ბ) დიდაქტიზებული ტექსტები: დიალოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები;
გ)  საინფორმაციო, მცირე ზომის შემეცნებითი ტექსტები;
დ) ადაპტირებული კომიქსები, რეკლამები, აუდიო-ვიდეო მასალა საპროგრამო თემატიკაზე.


აქტივობათა ნიმუშები:
Ø  კონკურსი ხმამაღლა კითხვაში - მონოლოგის, დიალოგის, ტექსტის, კომიქსის მეწყვილესთან ერთად როლებში  წაკითხვა (ინდივიდუალურად, თანაკლასელებთან, გუნდის წევრებთან ერთად);
Ø  ტექსტის სათაურის წაკითხვა და ილუსტრაციებზე დაკვირვებით მისი შინაარსის შესახებ აზრის გამოთქმა;
Ø  ტექსტის ფრაგმენტის მოსმენა და  საკითხავ ტექსტში მისი პოვნა;
Ø  წაკითხული ტექსტის  გეგმის შედგენა;
Ø  ფილმების/მულტიპლიკაციური ფილმების ანოტაციის წაკითხვის შედეგად მათი აფიშების ამოცნობა;
Ø  თამაშის წესების შესაბამისი დავალებების  განაწილება;
Ø  ილუსტრაციების მიხედვით ინსტრუქციის (თამაშის წესის) თანმიმდევრობის აღდგენა;
Ø  თემატური სასწავლო დამხმარე რესურსების (მაგ., სამარშრუტო გეგმის დასურათებული პოსტერი) დამზადებისთვის საჭირო ინსტრუქციის შედგენა: საჭირო იარაღები,  მასალა,  მოქმედებები და ..;
Ø  ტექსტზე მუშაობა: ) ტექსტის აბზაცებად დაყოფა; ) აბზაცების ილუსტრაციებთან დაკავშირება; ) ილუსტრაციების დანომვრა; ) ილუსტრაციებისთვის წარწერების   მისადაგება;
Ø  ტექსტში სასვენი ნიშნების დასმა, იმ ხმოვნების/თანხმოვნების გახაზვა/მონიშნვა, რომლებიც არ იკითხება;
Ø  მეგობრისთვის დაბადების დღის მილოცვა ღია ბარათით, მისი კომპოზიციის დეტალების ზუსტად განსაზღვრა და შესაბამისი მიმართვის ფორმების შერჩევა;
Ø  ღია ბარათში მიმართვისა და მისალმება-გამომშვიდობების ფორმების შესწორება სხვადასხვა ადრესატის გათვალისწინებით (თანატოლი, უფროსი ადამიანი);
Ø  გატარებული არდადეგების შესახებ თანატოლისთვის წერილის მიწერა შესაბამისი ტექსტის სახეობისთვის ტიპობრივი ფორმალობების  მაქსიმალური დაცვით;
Ø  შეცდომებით მოცემული წერილის შესწორება;
Ø  ტექსტის/ამბის დასრულება ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
Ø  დღის განრიგის, გაკვეთილების ცხრილის, საჯარო წარწერების, სავიზიტო ბარათის, სკოლის ნივთების კატალოგის, ტელეპროგრამის შედგენა ნიმუშის მიხედვით;
Ø  საკუთარი ჰობის, ინტერესების შესახებ ნიმუშის მიხედვით ტექსტის შედგენა;
Ø  სახელმძღვანელოში მოცემული პერსონაჟის აღწერის მიხედვით საყვარელი პერსონაჟის, სპორტსმენის, მსახიობის, მომღერლის და .. აღწერა; მისი ფოტოს/სურათის მოძიება და წარმოდგენა;
Ø  ამბის მოფიქრება და მის მიხედვით რამდენიმე ილუსტრაციისგან შედგენილი კომიქსის შექმნა: ა) კომიქსის ილუსტრაციებისთვის ტექსტის მიწერა; ) კომიქსის ტექსტისა და ილუსტრაციების შედგენა და სხვ.


მიმართულება 3. ინტერკულტურა
მისაღწევი შედეგები
VI კლასის შეფასების ინდიკატორები
Iუცხ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნასწავლი სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება, პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის.
მოსწავლე:
Ø  მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ;
Ø  ავლებს პარალელებს  უცხო და მშობლიუ კულტურულ და სოციოკულტურულ კონტექსტებს შორის და პოულობს მსგავსება-განსხვავებებს (მაგ., სახელმწიფო სიმბოლოები, ეროვნული ვალუტა, ტრადიციული ჩაცმულობა, სუვენირები, ლეგენდა და სხვა);
Ø  გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ;
Ø  მოიძიებს დამატებით ცნობებს;
Ø  პოულობს ნასწავლი ანდაზის ანალოგიურს მშობლიურ ენაში და ადარებს  შინაარსის გამოხატვის თავისებურებებს.
Iუცხ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
მოსწავლე:
Ø  მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით   განხორციელების კრიტერიუმებს, ეგმავს პროექტის  განხორციელების ეტაპებს;
Ø  ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას, რომლის განსაზღვრა-განაწილებაში მონაწილეობს გუნდის ყველა წევრი მასწავლებლის დახმარებით;
Ø  მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
Ø  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს, დაამუშავებს მოძიებულ მასალას, აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
რეკომენდაციები
საპროექტო იდეები

მცირე ზომის საინფორმაციო ბუკლეტის შედგენა ცხოველებზე, წელიწადის დროებზე; საყვარელი კერძების წიგნის შედგენა; უცნობი ადამიანის სურათის მიხედვით მისი პროფილის შედგენა (გვარ-სახელი, საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი, საყვარელი საქმიანობა და სხვ.); სხვადასხვა თემაზე  ელექტრონული ცნობარის შედგენა (მაგ., უცხოენოვანი ქვეყნების დღესასწაულები და ზეიმები; ფულის ერთეულები და სხვ.); საცხოვრებელი ქუჩის/სკოლის მიმდებარე ადგილის გეგმის შედგენა და პრეზენტაცია და სხვ.

მიმართულება 4.  სწავლის სწავლა
მისაღწევი შედეგები
VI კლასის შეფასების ინდიკატორები
Iუცხ.დაწყ.(II).13. მოსწავლემ  უნდა შეძლოს სასწავლო საქმიანობის მართვა, სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა  და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილოება.
მოსწავლე:
Ø გეგმავს საკუთარ საქმიანობას; მონაწილეობს სწავლის პროცესის შეფასებაში, ავსებს ასაკის შესაბამის თვითშეფასების სქემებს, აკვირდება შეფასების შედეგებს, გაიაზრებს და ასახელებს წინსვლისა და ჩამორჩენის მიზეზებს;
Ø ქმნის პირად პორტფოლიოს საკუთარი წინსვლის ამსახველი მასალებისთვის (შეფასების სქემები, ვიდეო/აუდიო ჩანაწერები, პროექტის მასალები, წერითი ნამუშევრები); 
Ø ცდილობს დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები, აცნობიერებს და ასახელებს წინსვლისთვის ხელისშემშლელ მიზეზებს,  მიუთითებს მათი გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ. რომელი ხერხი გამოიყენოს გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად, სხვადასხვა ენობრივი მექანიზმების ამოსაცნობად).
Iუცხ.დაწყ.(II).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ)) გააზრებულად გამოყენება.
მოსწავლე:
Ø იყენებს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მასალის ასათვისებლად (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
Ø სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას; ამოკრებს რთულად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ;
Ø იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად: კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს და იყენებს ენობრივ მექანიზმებს; ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს; იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს;
Ø ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ., ანბანურ/თემატურ ლექსიკონს, პლაკატს, მარტივ სქემას, კითხვარს და სხვ) და იყენებს მათ.




No comments:

Post a Comment