ელექტრონული სასწავლო რესურსი
ქ.გარდაბნის ლ.დევდარიანის
#1 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ჩაკვეტაძე. პირადი
ნომერი :12001053192
2019წელი
სასწავლო რესურსის ელექტრონული
მისამართი:
ელექტრონული
რესურსის რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „Dinosaurs-early life on the planet“. აღნიშნული რესურსი
შექმნისას გავითვალისწინე საბაზო საფეხურის მე-8 კლასის მოსწავლეების ენობრივი და ასაკობრივი შესაძლებლობები.
რესურსი შექმნილია ესგ-ის ინგლისური ენის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
უცხ.ს.III.3.მოსწავლესშეუძლია
მოისმინოს დაგაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
უცხ.ს.III.26.მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება
სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ.ს.III.27. მოსწავლეს შეუძლია მიმართოსსხვადასხვა ხერხს
ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
რესურსი
არის მრავალჯერადი გამოყენების და მისი გამოყენება შეუძლიათ სხვა საგნის მასწავლებლებს
ფორმაუცვლელად ან შესაძლებლობას მისცემს მათ
შექმნან მსგავსი რესურსი მათი სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე.
მე-8-ე კლასის
სახელმძღვანელოში არსებული სასწავლო თემიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა აღნიშნული
რესურსი, როგორც დამატებითი მასალა. ჩემი მიზანი იყო განმევრცო მოცემული თემა და მოსწავლეებისთვის
ის უფრო საინტერესო გამეხადა.
რესურსი ხელს
უწყობს მოსმენის, ინტერაქციის, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. ის აგრეთვე
იძლევა იმის საშუალებას, რომ დაინტერესების შეთხვევაში გადგზავნილი იყოს მოსწავლეებისთვის შემდგომი დამუშავების
და კიდევ უფრო დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ამის საშუალებას პრეზენტაციაში
არსებული დალინკული საკვანძო სიტყვები იძლევა .
კონკრეტული ინფორმაცია
ელ.რესურსში შინაარსობრივად დაჯგუფებულია
შემდეგი სახით:
საწყის ეტაპზე პროვოცირებისთვის დასმულია რამოდენიმე შეკითხვა,
რომელთა საშუალებითაც ასევე შესაძლებელია თემასთან მიმართებაში მოსწავლეთა ცოდნის და
მათთვის არსებული ინფორმაციის დადგენა. შემდეგ, მოცემულია მოკლე ინფორმაცია დინოზავრებთან
დაკავშირებით და საინტერესი ფაქტების ჩამონათვალი მათ შესახებ. მთლიანი პრეზენტაცია
ეთმობა ამ ფაქტებზე დამატებითი ვრცელი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც თან ახლევს
ილუსტრაციები. ჩართულია აგრეთვე ლექსიკური დავალებ სიტყვებსა და მათ შესაბამისობებზე
და True/False სავარჯიშო, მოსმენილი ინფორმაციის გაგების
შესამოწმებლად და გასამტკიცებლად. ასევე, პრეზენტაციეში ჩამაგრებულია ვიდეორგოლი, რომლის
საშუალებითაც მოსწავლეებს შეუძლიათ ნახონ დოკუმენტური მასალა. მიმაჩნია ეს არის დამატებითი
მაპროვოცირებელი ელემენტი მოსწავლეების დასაინტერესებლად. დამატებით, ტექსტურ ინფორმაციაში
მოცემულია საკვანძო სიტყვების ლინკები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მოსწავლეებმა
დამოუკიდებლად იმუშაონ ონლაინ სივრცეში დამატებითი ინფორმაციის გაცნობის მიზნით.
ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის რესურსი ხელს უწყობს
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო
პროცესს და ეხმარება მოსწავლეე მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებაში. ასევე ეხმარება ენობრივი უნარების,კონკრეტულად მოსმენის,რესურსის
გამოყენების და ლაპარაკის უნერის განვითარეას. მიმაჩნია , მსგავსი ელექტრონული რესურსების
გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი, ინტერაქციული, მოსწავლეზე ორიენტირებული
საგაკვეთილო პროცესის წარსამართავად.
ქ.გარდაბნის ლ.დევდარიანის
#1 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ჩაკვეტაძე. პირადი
ნომერი :12001053192
2019წელი
სასწავლო რესურსის ელექტრონული
მისამართი:
ელექტრონული
რესურსის რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „Satellites“. აღნიშნული
რესურსი
შექმნილია საბაზო საფეხურის მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის და გათვალისწინებულია
მათი ენობრივი და ასაკობრივი შესაძლებლობები. რესურსი შექმნილია ესგ-ის ინგლისური ენის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
უცხ.ს.IV.16.მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.IV.27.მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება
სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
რესურსი
არის მრავალჯერადი გამოყენების და მისი გამოყენება შეუძლიათ სხვა საგნის მასწავლებლებს
ფორმაუცვლელად ან შესაძლებლობას მისცემს მათ
შექმნან მსგავსი რესურსი მათი სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე.
IX კლასის სახელმძღვანელოში
არსებული სასწავლო თემიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა აღნიშნული რესურსი. ჩემი მიზანი იყო განმევრცო მოცემული
თემა და მოსწავლეებისთვის ის უფრო საინტერესო გამეხადა. ამავდროულად საჭიროდ მივიჩნიე
მიმეწოდებინა მათთვის დამატებითი და საჭირო ინფორმაცია, რადგან ისინი ცხოვრობენ სამყაროში,
სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი
და გადამწყვეტი ადგილი უკავიათ ყველა სფეროში და რომ ხელოვნურ თანამგზავრები ძალიან
მნიშვნელოვანი როლს თამაშობენ თანამედროვე კომუნიკაციის, სამხედრო და სამოქალაქო ცხოვრების,
ამინდის პროგნოზირების თუ სხვა მიმართულებებში.
რესურსი ხელს
უწყობს მოსმენის ,ინტერაქციის, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. ის აგრეთვე
იძლევა იმის საშუალებას, რომ დაინტერესების შეთხვევაში გადგზავნილი იყოს მოსწავლეებისთვის შემდგომი დამუშავების
და კიდევ უფრო დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ამის საშუალებას პრეზენტაციაში
არსებული დალინკული საკვანძო სიტყვები იძლევა .
კონკრეტული ინფორმაცია
ელ.რესურსში შინაარსობრივად დაჯგუფებულია
შემდეგი სახით:
საწყის ეტაპზე პროვოცირებისთვის დასმულია რამოდენიმე შეკითხვა,
რომელთა საშუალებითაც ასევე შესაძლებელია თემასთან მიმართებაში მოსწავლეთა ცოდნის და
მათთვის არსებული ინფორმაციის დადგენა. შემდეგ, მოცემულია საინტერესი ფაქტების ჩამონათვალი,
როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური თანამგზავრების შესახებ. მთლიანი პრეზენტაცია ეთმობა
ამ ფაქტებზე დამატებითი ვრცელი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც თან ახლევს ილუსტრაციები.
ჩართულია აგრეთვე დავალება True/False, მოსმენილი ინფორმაციის გაგების შესამოწმებლად
და გასამტკიცებლად. ასევე, პრეზენტაციეში ჩამაგრებულია ვიდეორგოლი, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია მთვარეზე არსებული ხმის ჩანაწერის მოსმენა. და მიმაჩნია ეს არის დამატებითი
მაპროვოცირებელი ელემენტი მოსწავლეების დასაინტერესებლად. დამატებით, ტექსტურ ინფორმაციაში
მოცემულია საკვანძო სიტყვების ლინკები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მოსწავლეებმა
დამოუკიდებლად იმუშაონ ონლაინ სივრცეში დამატებითი ინფორმაციის გაცნობის მიზნით.
ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის რესურსი ხელს უწყობს
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო
პროცესს და ეხმარება მოსწავლეე მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებაში. ასევე ეხმარება ენობრივი უნარების,კონკრეტულად მოსმენის და
ლაპარაკის უნერის განვითარეას. მიმაჩნია , მსგავსი ელექტრონული რესურსების გამოყენება
ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი, ინტერაქციული, მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო
პროცესის წარსამართავად.
ქ.გარდაბნის ლ.დევდარიანის
#1 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ჩაკვეტაძე. პირადი ნომერი
:12001053192
2019წელი
სასწავლო რესურსის
ელექტრონული მისამართი:
ელექტრონული
რესურსის რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „United Kingdom“.
აღნიშნული
რესურსი შექმნილია საბაზო
საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის და გათვალისწინებულია მათი ენობრივი და ასაკობრივი შესაძლებლობები. რესურსი
შექმნილია ესგ-ის ინგლისური ენის სასწავლო
სტანდარტის შესაბამისად.
Iუცხ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება
რესურსი არის მრავალჯერადი
გამოყენების და მისი გამოყენება შეუძლიათ სხვა საგნის მასწავლებლებს ფორმაუცვლელად
ან შესაძლებლობას მისცემს მათ შექმნან მსგავსი
რესურსი მათი სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე.
VI კლასის სახელმძღვანელოში
არსებული მსგავსი სასწავლო თემიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა აღნიშნული რესურსი
იმიტომ, რომ განმევრცო მოცემული თემა და მოსწავლეებისთვის ის უფრო საინტერესო გამეხადა.
ამავდროულად საჭიროდ მივიჩნიე მიმეწოდებინა მათთვის დამატებითი და საჭირო ინფორმაცია,
რადგან ისინი სწავლონებ ინგლისურ ენას, როგორც პირველ უცხო ენას და მიმაჩნია, რომ აუცილებელია
მათ მეტი იცოდნენ გაერთიანებული სამეფოს შესახებ.
რესურსი
აწვდის მოსწავლეებს საჭირო დამატებით ინფორმაციას. ასევე ხელს უწყობს მოსმენის, ინტერაქციის,
კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. ის აგრეთვე იძლევა იმის საშუალებას, რომ
დაინტერესების შეთხვევაში გადაგზავნილი იყოს
მოსწავლეებისთვის შემდგომი დამუშავების და
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, რადგან პრეზენტაციაში არსებული დალინკული საკვანძო
სიტყვები იძლევა ამის საშუალებას .
კონკრეტული ინფორმაცი ელ.რესურსში
შინაარსობრივად დაჯგუფებულია შემდეგი
სახით:
მთლიანი პრეზენტაცია
ეთმობა ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნები შედიან გაერთიანებული სამეფოს
შემადგენლობაში. მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ეს ქვეყნებია: ინგლისი, უელსი, შოტლანდია
და ჩრდილოეთ ირლანდია, ასევე რომელია მათი დედაქალაქები, რა ეროვნების ხალხი ცხოვრობს
ამ ქვეყნებში და რა ენებზე ლაპარაკობენ გარდა ინგლისურისა. ინფორმაციის თან ახლევს
ილუსტრაციები. ასევე, პრეზენტაციეში ჩამაგრებულია ვიდეორგოლები, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია ირლანდიური, შოტლანდიური და უელსური ენის ჩანაწერების მოსმენა. დამატებით,
ტექსტურ ინფორმაციაში მოცემულია საკვანძო სიტყვების ლინკები, რომელთა საშუალებითაც
შეიძლება მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშაონ ონლაინ სივრცეში დამატებითი ინფორმაციის
გაცნობის მიზნით. ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის რესურსი ხელს შეუწყობს
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო
პროცესს და ეხმარება მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებაში.
ქ.გარდაბნის ლ.დევდარიანის
#1 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ჩაკვეტაძე. პირადი
ნომერი :12001053192
2019წელი
სასწავლო რესურსის ელექტრონული
მისამართი:
ელექტრონული
რესურსის რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „William
Shakespeare“. აღნიშნული რესურსი შექმნილია საბაზო საფეხურის
მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის და გათვალისწინებულია მათი ენობრივი და ასაკობრივი
შესაძლებლობები. რესურსი
შექმნილია ესგ-ის ინგლისური ენის სასწავლო
სტანდარტის შესაბამისად.
უცხ.ს.III.3.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო
აუდიოჩანაწერები.
უცხ.ს.III.22.მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.
რესურსი
არის მრავალჯერადი გამოყენების და მისი გამოყენება შეუძლიათ სხვა საგნის მასწავლებლებს ან შესაძლებლობას მისცემს მათ შექმნან მსგავსი რესურსი მათი სასწავლო
მიზნებიდან გამომდინარე.
კლასის სახელმძღვანელოში
არსებული სასწავლო თემიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა აღნიშნული რესურსი. ჩემი
მიზანი იყო განმევრცო მოცემული თემა და მოსწავლეებისთვის ის უფრო საინტერესო გამეხადა.
ამავდროულად საჭიროდ მივიჩნიე მიმეწოდებინა მათთვის დამატებითი და საჭირო ინფორმაცია,
რადგან მიმაჩნიე, რომ ინგლისურენოვანი მწერლის ცხოვრების საინტერესო დეტალების გაცნობა,
მისი ნაწარმოებებით და მათ მიხედვით გადაღებული ფილმებით თუ სპექტაკლებით დაინტერესება
მოსწავლეებში გამოიწვევს ინგლისური ენით მეტად დაინტერესებას, მოტივაციის ამაღლებას და ტოლერანტული დამოკიდებულებების განვითარებას.
რესურსი ხელს
უწყობს მოსმენის, სხვისი კულტურისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების, კრიტიკული აზროვნების
უნარების განვითარებას. ის აგრეთვე იძლევა იმის საშუალებას, რომ დაინტერესების შეთხვევაში გადგზავნილი იყოს მოსწავლეებისთვის შემდგომი დამუშავების
და კიდევ უფრო დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ამის საშუალებას პრეზენტაციაში
არსებული დალინკული საკვანძო სიტყვები იძლევა .
კონკრეტული ინფორმაცია
ელ.რესურსში შინაარსობრივად დაჯგუფებულია
შემდეგი სახით:
რესურსი ძირითადად გავთვალე ლექციური ტიპის გაკვეთილისთვის,რომ
მოსწავლეებისთვის გამეცნო დამატებითი ინფორმაცია. თუმცა საწყის ეტაპზე პროვოცირებისთვის
დასმულია რამოდენიმე შეკითხვა, რომელთა საშუალებითაც ასევე შესაძლებელია თემასთან მიმართებაში
მოსწავლეთა ცოდნის და ინტერესების დადგენა, რომელიც იძლევა შემდგომი აქტივობების დაგეგმვის
საშუალებას. პრეზენტაციაში მოცემულა საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები
უილიამ შექსპირის ცხოვრებიდან და მისი შემოქმედების საინტერესო დეტალები. ასევე, ინფორმაცია
მისი ნაწარმოებების დადგმული სპექტაკლების თუ გადაღებული ფილმების შესახებ. ჩართულია
66-ე სონეტის რეზო თაბუკაშვილისეური თარგმანი. პრეზენტაციაში ასევე ჩამაგრებულია ვიდეორგოლი,
ნაწყვეტი ფილმიდან “ Shakespeare in love”
რომლიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოისმინონ შექსპირისეული ენის ჟღერადობა
და მუსიკალურობა და ამავდროულად ფილმის მთავარი პერსონაჟი ანსახიერებს შექსპირს. მიმაჩნია,
რომ ეს არის დამატებითი მაპროვოცირებელი ელემენტი მოსწავლეების დასაინტერესებლად. ასევე
მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ენობრივი/მოსმენის უნარის განსავითარებლად. დამატებით,
ტექსტურ ინფორმაციაში მოცემულია საკვანძო სიტყვების ლინკები, რომელთა საშუალებითაც
შეიძლება მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშაონ ონლაინ სივრცეში დამატებითი ინფორმაციის
გაცნობის მიზნით. ჩემი
აზრით, მსგავსი ტიპის რესურსი ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ
ჩართულობას, აძლიერებს მათ მოტივაციას საფუძვლიანად შეისწავლონ ინგლისური ენა და განივითარონ
ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა კულტურები მიმართ. ის მრავალფეროვანს ხდის სასწავლო
პროცესს და ეხმარება მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებაში. ასევე ეხმარება ენობრივი უნარების, კონკრეტულად მოსმენის და
ლაპარაკის უნერის განვითარეაში. მიმაჩნია, მსგავსი ელექტრონული რესურსების გამოყენება
ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი, ინტერაქციული, მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო
პროცესის წარსამართავად.
ლევან დევდარიანის სახ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ინგლისური მასწავლებლის თამარ ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ლევან დევდარიანის სახ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ლევან დევდარიანის სახ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ინგლისური მასწავლებლის თამარ ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 15 აპრილს 8-ბ კლასში ჩავატარე გაკვეთილი
თემაზე: The natural history museum. გაკვეთილი ორიენტირებული
იყო წიგნიერების განვითარებაზე. ჩემს მიერ
ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა მოსწავლეებში მოსმენის და კითხვის უნარის
განვითარების საჭიროებამ. ამიტომ, გაკვეთილი მთლიანად
ფოკუსირებული იყო მოსმენაზე, კითხვაზე, და
ლექსიკის გამდიდრებაზე. ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს განევითარებინათ მოსმენის და
კითხვის, ინტერაქციაში მონაწილეობის უნა-ჩვევები და აეთვისებინათ ახალი ლექსიკური
მასალა. მიზნიდან გამომდინარე უცხოური ენის სტანდარტიდან შევარჩიე სამი
მიმართულება ( მოსმენა, ლაპარაკი და სწავლის სწავლა).
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
(უცხოური ენის სტანდარტი):
უცხ.ს.III.3.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
უცხ.ს.III.7.
მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი
უცხ.ს.III.16.მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში
მონაწილეობა.
გაკვეთილზე
გამოყენებული აქტივობები გამომდინარეობდა მოსწავლეთა საჭიროებებიდან და ხელს
უწყობდა გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ წიგნიერების განვითარებას. სასწავლო
მასალა თანმიმდევრულად იყო მიწოდებული და გათვალისწინებული იყო ასაკობრივი
თავისებურებები. გაკვეთილის
გეგმით გათვალისწინებული იყო აქტივობების შედეგად შუალედურ მისაღწევ შედეგებზე
გასვლა, რომლებიც ემსახურებოდნენ საბოლოო მიზნის მიღწევას. გაკვეთილი
წარიმართა შემუშავებული გეგმის მიხედვით და აქტივობები წარმატებით განხორციელდა. დავალებების
შესრულების წინ მოსწავლეებს ვაძლევდი ინსტრუქციებს და მითითებებს, რაც
უზრუნველყოფდა მათ მიერ დავალებების სწორად
და დროულად შესრულებას
გაკვეთილის გამოწვევის ფაზაზე Warm up ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა
პროვოცირება და ინტერესების გენერირებას. მისწავლეებს დავუსვი კითხვები და მუზეუმებთან
დაკავშირებული მათი ასოციაციები ჩამოვწერე დაფაზე ასოციაციური რუკის გამოყენებით .
მოსწავლეებმა გაიხსენეს რა ტიპის და როგორი მუზეუმები არსებობენ და დაასახელეს მათი
მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო აზრების გენერირებას.
გაკვეთილის მომდევნო, სიღრმისეული წვდომის ფაზაზე
ჩემი მიზანი იყო მოსწავლეები შემემზადებინა მოსმენის აქტივობისთვის და ამიტომ მათ გავაცანი
თემასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები reptiles,
mammal, exhibition, species, extraordinary . მოსწავლეებს მივაწოდე მოცემული სიტყვების
დეფინიციები, რომ მათ უფრო ადვილად ამოეცნოთ ტექსტის შინაარსი მოსმენის აქტივობისას.
ადაპტირებული ტექსტის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს. კლასის უმეტესმა
ნაწილმა კარგად გაართვა თავი მოცემულ დავალებას და შესამჩნევი იყო მოსწავლეთა მიერ
შეკითხვებზე ინტერესით გაცემული პასუხები. შესრულებული აქტივობის
შესამოწმებლად გამოყენებული იქნა მეთოდი thumbs
up/thumbs down.
შემდეგი აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების მეტი მოტივირება,
დაინტერესება და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ მათ დავურიგე დამატებითი რესურსი-ტექსტი, რომელიც
განავრცობდა სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას. აქტივობის მიზანი იყო უცნობი ტექსტიდან
დეტალური ინფორმაციის ამოკრეფა. მოსწავლეთა უმრავლესობის აქტივობას
კარგად გაართვა თავი. კითხვითი
აქტივობის შემდეგ შეჯამების ფაზაზე მოსწავლეებმა წყვილებში შეასრულეს Trua/False
და სიტყვებისა და მათი დეფინიციების დაკავშირების სავარჯიშოები, რომლებმაც მომცეს საშუალება
დამედგინა რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტის ძირითადი შინაარსი და ამოიცნეს
სპეციფიკური დეტალები. აქტივობებისის შეფასება
მოხდა მეთოდით - შუქნიშანი.
ვფიქრობ,რომ ყველაზე წარმატებული იყო მოსმენისა და უცხო ტექსტის
შინაარსის გააზრების აქტივობები. გაკვეთილის
მიმდინარეობისას ჩემსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობები
დაეფუძვნა თანამშრომლობის ერთობლივ სურვილს. გაკვეთილის მსვლელობისას უსაფრთხო სასწავლო
გარემო ყველა მოსწავლეს აძლევდა საშუალებას თანაბრად გამოევლინათ მათი
შესაძლებლობები. მოსწავლეებს თამამად შეეძლოთ საკუთარი ცოდნისა და პოზიციების გამოხატვა. სასწავლო დრო ფუჭად არ
გამოგვიყენებია. მიზნობრივად იქნა გამოყენებული
რესურსები. რესურსი ხელმისაწვდომი იყო ყველა მოსწავლისთვის. კლასის
ფიზიკური გარემო შეესაბამებოდა აქტივობებით გათვალისწინებულ ორგანიზების ფორმას.
გაკვეთილის მსვლელობისას ყველა აქტივობის შემდეგ ვაკეთებდი
უკუკავშირს. უკუკავშირი იყო პოზიტიური,მათი მოტივრიების თვალსაზრისით. ასევე
მოსწავლეები ახორციელებდნენ ურთიერთშეფასებას ბარათების გამოყენებით, რომელიც მეც
მაწვდიდა ინფორმაციას მათი ჩართულობის და აქტივობის ხარისხის შესახებ. გაკვეთილზე
შეფასება მოვახდინე განმავითარებელი კომენტარებით, რუბრიკების მიხედვით. გამოვყავი
მათი წარმატებული და გასაუმჯობესებელი მხარეები.
გაკვეთილის მსვლელობისას არ დამჭირვებია
არც გეგმის და არც რომელიმე აქტივობის კორექტირება/მოდიფიცირება.
ვთვლი, რომ გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო და მიზანი სრულებით იქნა მიღწეული. უმრავლესობამ
აითვისა და შეძლო პრაქტიკულად გამოეყენებინა ახალი ლექსიკა, ასევე წარმატებით შეასრულა
მოსმენის და კითხვის დავალებებიც. თუმცა, გაკვეთილზე
გამოიკვეთა პრობლემა-დროის მენეჯმენტი. აღმოჩნდა, რომ საგაკვეთილო დრო ვერ გადავანაწილე
შესაბამისად. ბოლო აქტივობას დასჭირდა გათვალისწინებულზე მეტი დრო და მოსწავლეთა შეფასება/უკუკავშირისთვის
გამოვიყენე შესვენების ნაწილი. სასურველია მეტი ყურადღება გამომეჩინა ამ კუთხით და
სათანადოდ გამომეყენებინა საგაკვეთილო დრო. გავითვალისწინებ მოცემულ გამოცდილებას მომავალი
გაკვეთილების დაგეგმვისას.
ლევან დევდარიანის სახ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 2 მაისს 6-ა კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: The American Dream-The big
star. The Past Simple of regular and irregular verbs. გაკვეთილი ორიენტირებული იყო
გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ წიგნიერების განვითარებაზე. ამ ტიპის
გაკვეთილის ჩატარება განაპირობა მოსწავლეებში ხმამაღალი კითხვის უნარის განვითარების,
ტექსტის გააზრების და ტექსტის საფუძველზე გრამატიკული სტრუქტურების და ენობრივი
მახასიათებლების ამოცნობის საჭიროებამ.
შესაბაისად, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს განევითარებინათ ხმამაღალ კითხვის და
პარალელურად ტექსტის გააზრების უნარი. ამავდროულად, გრამატიკულ სტრუქტურებზე დაკვირვებისა და მათი
პრაქტიკული გამოყენების უნარი. მიზნიდან გამომდინარე პირველი უცხოური ენის წლიური
პროგრამიდან შევარჩიე წერითი მეტყველების მიმართულება ( კითხვა - წერა)
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
(უცხოური ენის წლიური პროგრამა):
v Iუცხ.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება.
v Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა
ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული
და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
გაკვეთილზე
გამოყენებული აქტივობები გამომდინარეობდა მოსწავლეთა საჭიროებებიდან. სასწავლო
მასალა თანმიმდევრულად იყო მიწოდებული და გათვალისწინებული იყო ასაკობრივი
თავისებურებები. გაკვეთილის
გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურებოდნენ საბოლოო მიზნის მიღწევას. გაკვეთილი
წარიმართა შემუშავებული გეგმის მიხედვით და აქტივობები წარმატებით განხორციელდა. დავალებების
შესრულების წინ მოსწავლეებს ვაძლევდი ინსტრუქციებს და მითითებებს, რაც
უზრუნველყოფდა მათ მიერ დავალებების სწორად
და დროულად შესრულებას
გაკვეთილის გამოწვევის ფაზაზე Warm up ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა
პროვოცირება და ინტერესების გენერირებას. დაფაზე დავწერე სიტყვა a celebrity და მისი
დეფინიცია a famous person და მოსწავლეებს ვთხოვე გაეხსენებინათ
ვინ ( რა პროფესიის) ადამიანები ასოცირდება მოცემულ სიტყვასთანდა, დაფაზე ჩამოვწერე
ყველა პასუხი. ამის შემდეგ ბავშვების ყურადღება გადავიტანე სახელმძღვანელოში არსებულ
სურათზე და დავუსვი შეკითხვები : Who is in the pictures and what is he doing? . მოსწავლეებმა აქტიურად გასცეს კითხვებზე პასუხები
და შესაბამისად ამ აქტივობამ ხელი შეუწყო აზრების გენერირებას, მოსწავლეთა მოტივირებას
და მათ შემზადებას შემდეგი კითხვითი აქტივობისთვის.
გაკვეთილის მომდევნო, სიღრმისეული წვდომის ფაზაზე
ჩემი მიზანი მოსწავლეებს ხმამაღლა წაეკითხათ ტექსტი, რომ გააზრებასთან ერთად ემუშავათ
სწორ წარმოთქმაზე. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე სწორია/არასწორია
ჰენდაუთები, რათა შემემოწმებინა შეასრულებული
აქტივობის ხარისხი. კლასის უმეტესმა ნაწილმა კარგად გაართვა თავი მოცემულ დავალებას, აქტივობის
შემოწმება და უკუკავშირის მიცემა განხორციელდა მეთოდით - შუქნიშანი. ზოგიერთმა პასუხმა
გამოიწვია აზრობრივი კამათი, რომელთა გადაჭრაც მოხერხდა დამატებითი კითხვების დასმით
და საკითხზე აქცენტირებით. მოსწავლეები წავახალისე პოზიტიური უკუკავშირით და შევუქმენი
უსაფრთხო საკლასო გარემო, რათა მათ ყოველთვის შეძლონ განსხვავებული აზრის თავისუფლად
გამოხატვა. წარმატებით შესრულებულმა აქტივობამ მოსწავლეებში აამაღლა მოტივაცია
და მისცა მათ საფუძველი შემდეგი აქტივობის განხორციელებისთვის.
შემდეგი აქტივობის მიზანი იყო უკვე ნაცნობ ტექსტში წარსული და მომავალი დროის გამომხატველ
ფორმებს
განსხვავება. მოსწავლეებმა წყვილებში ამოწერეს ზმნები, რის შემდეგაც დაფაზე
ჩამოვწერე მოცემული ზმნები ორ სვეტად მოსწავლეების კარნახის საფუძველზე
ფორმაუცვლელად, რის შემდეგაც მოხდა მთლიან კლასთან შეცდომების გასწორება. მოსწავლეების უმრავლესობამ აქტივობას წარმატებით გაართვა თავი. შეჯამების ფაზაზე მოსწავლეებს
კიდევ ერთხელ შევახსენე თუ რით განსხვავდება ერთმანეთისაგან წესიერი და არაწესიერი
ზმნები და ამოწერილი ზმნები დახარისხებულ იქნა წესიერ და არაწესიერ ფორმებად.
აქტივობა შესრულდა ფერედ ფურცლებზე, რომლებიც მოსწავლეებმა მიაკრეს დაფაზე მათთვის
განკუთვნილ სვეტებში და გაიხსენეს არაწესიერი ზმნების ფორმები. შეცდომები გასწორდა
მათი აქტიური ჩართულობით. აქტივობა იყო სახალისო, ჩაერთო აბსოლიტურად ყველა
მოსწავლე, აქტივობებისის
შეფასება მოხდა მეთოდით - შუქნიშანი.
ვფიქრობ,რომ სასწავლო დრო ეფექტურად იქნა გამოყენებული. ასვე მიზნობრივად იქნა
გამოყენებული რესურსები, რომლებიც
ხელმისაწვდომი იყო ყველა მოსწავლისთვის. კლასის ფიზიკური გარემო შეესაბამებოდა
აქტივობებით გათვალისწინებულ ორგანიზების ფორმას.
გაკვეთილის მსვლელობისას ყველა აქტივობის შემდეგ
ვაკეთებდი უკუკავშირს, რომელიც იყო პოზიტიური, მოსწავლეთა მოტივრიების
თვალსაზრისით. ასევე მოსწავლეები ახორციელებდნენ ურთიერთშეფასებას ბარათების
გამოყენებით, რომელიც მეც მაწვდიდა ინფორმაციას მათი ჩართულობის და აქტივობის
ხარისხის შესახებ. გაკვეთილზე შეფასება მოვახდინე განმავითარებელი კომენტარებით,
რუბრიკების მიხედვით. გამოვყავი მოსწავლეების წარმატებული და გასაუმჯობესებელი მხარეები.
ვთვლი, რომ გაკვეთილის მსვლელობისას უსაფრთხო სასწავლო გარემო ყველა
მოსწავლეს აძლევდა საშუალებას თანაბრად გამოევლინათ მათი შესაძლებლობები და გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო და მიზანი
სრულებით იქნა მიღწეული. მეთოდები, რომლებიც გამოვიყენე ასევე
შეიძლება გამოყენებადი იყოს, როგორც ინგლისური ენის, ასევე რუსული და ქართული
ენის მასწავლებლებისათვის. ჩემს მიერ არ მომხდარა გეგმის მოდიფიცირება. გავითვალისწინებ
მოცემულ გამოცდილებას და მომავალი გაკვეთილების დაგეგმვისას შევეცდები აქტივობები იყოს
უფრო მრავალფეროვანი, მოსწავლეებისთვის საინტერესო.
საკონფერენციო თემაზე მუშაობის
რეფლექსია
საკონფერენციო
თემაზე მუშაობა შედგენილი პროგრამის შესაბამისად წარიმართა. მოსწავლეებმა შეარჩიეს
ორი ისტორიული პიროვნება: მარგარეტ ტეტჩერი და ინდირა განდი. მოიძიეს ინფორმაციები,
წაიკითხეს სხვადასხვა ლიტერატურა, როგორც ინტერნეტით ისე ლიტერატურული წყაროებიდან.
აქტიურად უცვლიდნენ ერთმანეთს მასალებს, მსჯელობდნენ,აკეთებდნენ ჩანაწერებს. ეძებდნენ
ამ ორი ქალის მოღვაწეობის თუ პირადი ცხოვრების ფაქტებს და გადაკვეთის წერტილებს. აქტიურად
თანამშრომლობდნენ ჩემთან. ევეხმარებოდი მათთვის რთული მასალების დამუშავებაში. ძირითადად
ეს დახმარება იყო კონსულტაციური ხასიათის. თემა მათთვის საინტერესო იყო არა მხოლოდ
შინაარსობრივი კუთხით , არამედ ენობრივი თვალსაზრისითაც. საბოლოო სახის შემდგომ თემა
წარვადგინეთ შიდა სასკოლო შესარჩევ ტურზე, სადაც მოწონებულ იქნა და გაიგზავნა სარაიონო
კონკურსზე. აქედან კი თემა გაიგზავნა რესპუბლიკურ
კონფერენციაზე. მიუხედავად იმისა,რომ თემა საუკეთესო ოცეულში ვერ მოხვდა, მასზე მუშაობამ
ანის და ანარს შემატა ცოდნა და გამოცდილება . ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით და წიგნებით კონფერენციაში
მონაწილეობის მიღებისათვის.
შემდგომისათვის გავითვალისწინებთ იმ შენიშვნებს რომელი რეცენზიის
სახით რესპუბლიკურ ახალგაზრდობის სახლიდან მივიღეთ.
ხელმძღვანელი:
თამარ ჩაკვეტაძე
მოსწავლეთა ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ჩატარებული სამუშაოს
რეფლექსია
10.12.2018
მოსწავლეებისთვის
ოლიმპიადებში მონაწილეობა დიდი გამოწვევაა. მიუხედავად შედეგისა მათ წინაშე
ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად და საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად.
მათ უჩნდებათ მეტი მოტივაცია უფრო ღრმად დაეუფლონ საგანს.
ჩემს მიერ ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად სამიზნე ჯგუფად
შეირჩა 10 კლასი. სამუშაო გეგმა შევიმუშავე ესგ-ს მიზნების შესაბამისად. დაინიშნა ცხრა
დამატებითი მეცადინეობა და გაიწერა შესასრულებელი აქტივობები,რომელთა ძირითადი მიზანი
იყო ენობრივი უნარების დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წაკითხული ინგლისურენოვანი
ტექსტის გააზრება,გრამატიკული კონსტრუქციების პრაქტიკული გამოყენება.
მოსწავლეებმა იმუშავეს ტესტების ელექტრონულ და ასევე ნაბეჭდ ვერსიებზე. შედეგების მიხედვით შეიძლება
ვთქვა,რომ მოსწავლეები ცუდად არ მოემზადნენ ოლიმპიადისთვის. ოლიმპიადის პირველი ტურში
მოსწავლეებმა აიღეს 28, 30, 32 ქულები. ამ
ფაქტმა მოსწავლეებში გაზარდა მოტივაცია და ამავდროულად შესრულებულმა ტესტებმა აჩვენა
ჩემს მიერ ჩატარებული უშაობის ხარვეზები. მომავალში
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებისთვის შევარჩევ ისეთ აქტივობებს, რომლებიც
მეტად დაეხმარება მათ უკეთესი შედეგების მიღწევაში.
თამარ ჩაკვეტაძე
გარდაბნის
N1
საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.თამარ ჩაკვეტაძე
No comments:
Post a Comment